საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკს ონლაინ მხარდაჭერის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი განახლდა. ამიერიდან, ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 24/7-ზე ისარგებლონ ონლაინ კონსულტაციით და სასურველი ინფორმაცია ან მხარდაჭერა მიიღონ.
ონლაინ მხარდაჭერის მისაღებად აპლიკაციაში, კონტაქტების გვერდზე, ჩატის ღილაკია ინტეგრირებული. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ლაივ რეჟიმში, შეუფერხებლად და ოპერატიულად მიიღოს სასურველ შეკითხვებზე პასუხი.
„საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი 2024 წელს ქვეყანაში საუკეთესოდ აღიარა პრესტიჟულმა გამოცემამ SME Banking Agency. ეს აპლიკაციების მოსახერხებელმა ფუნქციონალებმა, მომხმარებელზე ორიენტირებულმა ინტერფეისმა და სერვისებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებამ განაპირობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორ შეგვიძლია მივანიჭოთ მეტი კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს და შევთავაზოთ სრულფასოვანი სერვისები ციფრული პლატფორმების დახმარებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ფუნქციონალის დამატებაც, რომლის შედეგად ბიზნესები შეძლებენ დროის დაზოგვას და ფინანსური თუ სხვა საკითხების ეფექტიანად მართვას“, - ამბობს ანი ქობალია, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი.
მართე ბიზნესი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით, გადმოწერე აპლიკაცია, ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.