საქართველოს ბანკის გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. 6 ნოემბერს 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ 50-დან 10 000 ლარამდე ფულადი პრიზები მიიღო. მათ გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში - სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ტრანზაქცია შეასრულეს და ბილეთები დააგროვეს. გათამაშება სამ ეტაპად - 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა, ფინალი კი 13 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბერს გამოვლინდა როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ისე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე გათამაშდა:
ცნობისთვის, ბილეთები გროვდება ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში ისეთი ყოველდღიური ტრანზაქიცების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.
„მოხარული ვართ, რომ გათამაშებისადმი დიდი ინტერესი გამოვლინდა და პირველ ეტაპზე 1200-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმე დაჯილდოვდა, მათ შორის, გათამაშდა ამ ეტაპის მთავარი პრიზი - 10 000 ლარი. ვფიქრობთ, გათამაშებას ორი მნიშნველოვანი დანიშნულება აქვს - ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში დროისა და რესურსების დაზოგვაში, და, მეორე მხრივ, წვდომას აძლევს მათ დამატებით ფულად რესურსზე, რაც მათ საქმიანობის განვითარებისთვის გამოადგებათ. გათამაშება გრძელდება და მომდევნო ეტაპებზეც კვლავ ასობით ინდ. მეწარმეს მივცემთ მსგავს შესაძლებლობას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.