მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის იდეათეკა მოსწავლეებისთვის უკვე ზუგდიდშიც გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი საქართველოს ბანკის იდეათეკა წარმოადგენს - მულტიფუნქციური სივრცე შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

იდეათეკა საგანმანათლებლო სივრცეა რეგიონის სკოლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნას.

საქართველოს ბანკის იდეათეკა 7 რეგიონის 17 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს, ახლა კი მათ რიცხვს რიგით მეთვრამეტე იდეათეკა შეემატა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში გახსნილი იდეათეკა 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსსა და ინვენტარზე, მათ შორის კომპიუტერებსა და  პროექტორზე.

ამასთან, იდეათეკაში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, შექმნილია STEM კუთხე. აღნიშნული სივრცე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს, შეიმეცნონ მეტი STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით და მიიღონ საბაზისო ცოდნა.

საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში იდეათეკა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით  გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ინიციატივით მეთვრამეტე იდეათეკა გავხსენით - ფერადი სივრცე ბავშებისთვის, რომელიც აძლევს მათ მოტივაციას, შეიმეცნონ, ისწავლონ, წიგნებთან გაატარონ თავისუფალი დრო და აღმოაჩინონ უფრო მეტი. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, რომელიც იდეათეკის შექმნის საფუძველიც გახდა, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნაა. აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა ამ კონტექსტში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მასში პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება უკეთესი მომავლის საწინდარია, რომელიც ქმნის განვითარებისა და წინსვლის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. ამიტომ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა