მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და პროგრამებზე განსაკუთრებული პირობები - სპეციალური ფასდაკლება, ქეშბექი ან უფასო მომსახურება დააწესა. სპეციალური პირობები მოქმედებს ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებზე, როგორებიცაა Google Workspace, Hotjar, Adobe Acrobat, Notion, Monday.com, HubSpot და სხვა.

შეთავაზება ვრცელდება 20-ზე მეტ ბრენდზე, რომლებიც ბიზნესებს დახმარებას უწევს ციფრული მარკეტინგის, პროექტების მართვის, შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის, დოკუმენტების, დავალებების თუ  ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში. შეთავაზებები 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.

„საქართველოს ბანკი ბიზნესების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაში დახმარება. სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან და ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააუმჯობესონ პროცესები გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტებით და პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებით. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ 20-ზე მეტი ბრენდის შეთავაზება. ჩვენ არ ვჩერდებით და სამომავლოდაც არაერთ საინტერესო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - ამბობს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

შეთავაზებების სრული სიის სანახავად და სასურველი პროდუქტის შესაძენად ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებების გვერდს ან გამოიყენეთ ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზების ფარგლებში პროდუქტების შეძენა და გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბიზნეს Mastercard ბარათით. 

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში მოითხოვეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა