მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განარგძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავეჯის სახლი „კომფორტერი“ არსებულ შოურუმს აფართოებს. 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 2,7 მილიონი ევროა, რაც სრულად, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.

„კომფორტერში მომხმარებელს საშუალება აქვს სრულად მოაწყოს საკუთარი სახლის ინტერიერი. ჩვენთან წარმოდგენილია 15 000 - მდე პროდუქცია, რითიც მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეიძინონ როგორც რბილი, ასევე  საოფისე და ეზოს ავეჯი. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროდუქტისს დიზაინი უნივერსალურია და ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მათთვის სასურველ ავეჯსა თუ დეკორატიულ აქსესუარებს. ამჟამად კომფორტერი ორი ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში, ყაზბეგის გამზირი #12 - სა და ცინცაძის #14-ში.  კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად საჭირო გახდა ყაზბეგის ფილიალის გაფართოება და მომხარებლისათვის კიდევ უფრო დიდი ასორტიმენტის შეთავაზება, რასაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული პროდუქციის ახალი და მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ, რათა მათთვის ავეჯის შერჩევის რთული პროცესი უფრო სასიამოვნო გავხადოთ,“  - განაცხადა მარიამ დვალიშვილმა, კომფორტერის მარკეტინგის მენეჯერმა.

„საქართველოს ბანკის წლებია ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია და ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ავეჯის სახლი კომფორტერი ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მას ბაზარზე ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კომფორტერი, უკვე არსებულ შოურუმს აფართოებს და მომავალი წლიდან მომხმარებლებს არაერთ სიახლესა და ავეჯის კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. გვიხარია, რომ წლიდან - წლამდე კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას ვხედავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძლებებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად ახალი პროექტების განხოცრიელებას,“- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა