მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Dev Fest 2023 გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და  GDG  - ის ორგანიზებით, Google – ის ღონისძიება Dev Fest 2023, 1 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.

 

Dev. Fest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრები შეძლებენ დაესწრონ როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე პანელურ დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში, სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებში.

 

ღონისძიების მთავარი სცენა სპიკერებს დაეთმობა, რომლებიც ისაუბრებენ Google ის ტექნოლოგიების, Software Engine პრინციპების გამოყენებაზე, Machine Learning-სა და Data Science-ზე. მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც  ML - სა და  Data Science - ზე ისაუბრებს, და გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პროდუქტის განვითარების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მაგალითზე.

 

პანელური დისკუსიის მონაწილეები კი განიხილავენ პროდუქტების და პროექტების მენეჯემენტს ტექის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკებსა და community-ის განვითარების პერსპექტივებს.

 

„ მოხარულები ვართ, რომ DevFest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა Google Developers Group (GDG) - თან პარტნიორობა და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის DevFest-ის რომელიც, მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება და 300 000 მდე ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აერთიანებს.  DevFest – ზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ინდივიდუალურ სესიებს, ჩაერთონ შინაარსობრივ დისკუსიებში, გაცვალონ იდეები და გაიცნონ თანამოაზრეები.  ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“ - განახცადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა