მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას 2000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო

news image
mbc image

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. ღონისძიებაზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ინფორმაციას ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების პროგრამების, სტუდენტური პროექტებისა და დაფინანსებების შესახებ.

ამასთან, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ბანკის მიერ მხარდაჭერილი სასტიპენდიო პროგრამები გააცნეს, როგორებიცაა ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო განათლება ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. განათლების გამოფენაზე კი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებულ 300-ზე მეტ ახალგაზრდას გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაცია. 

„საქართველოს ბანკის გუნდის მთავარი ღირებულება განათლებაა, რადგან გვჯერა, რომ ის უკეთესი მომავლის საწინდარია. ამიტომ, ჩვენ მრავალ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენი ძალისხმევით უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ღონისძიება ეხმარება დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ მათთვის საინტერესო ინფორმაციას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების, მათი საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების შესახებ, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ განათლების შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF-ი 15 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და დაინტერესებულ პირებს განათლების თემაზე კონსულტაციებს სთავაზობს. ცენტრი უკვე 1000-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა... სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა