საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პეჟო საქართველომ ახალი შოურუმი გახსნა
საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პეჟო საქართველომ დავით აღმაშენებლის ხეივნის #100 - ში, ახალი შოურუმი გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს და ის სრულიად საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერითაა განხორციელებული.
„პეჟოს დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1810 წელს იღებს. 2021 წელს კი სტრატეგიულად შეცვალა პოზიციონირება ბაზარზე და ორიენტაცია პრემიუმ სეგმენტისკენ აიღო, რაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ინტერიერის, მოწინავე ტექნოლოგიების და გამორჩეულად დახვეწილი დიზაინის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის და სივრცე, სადაც მომხმარებლები ბრენდის უპირატესობებსა და მართვის სიამოვნებას შეიგრძნობენ. პეჟო საქართველოს უკვე შეუძლია ბრენდის მოყვარულებს შოურუმში უმასპინძლოს და შესთავაზოს პრემიუმ მომსახურება, როგორც საავტომობილო გაყიდვების, ასევე სერვისის მიმართულებით. გაგვაჩნია ამბიცია, რომ პეჟო საქართველომ ახალი ავტომობილების გაყიდვებში მნიშვნელოვანი ბაზრის წილი დაიკავოს და გახდეს ლიდერი კომპანია “Upper Mainstream” სეგმენტში“, - განაცხადა თორნიკე კიკნაველიძემ, პეჟო საქართველოს დირექტორმა.
“საქართველოს ბანკისთვის კერძო სექტორის განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა. პეჟოს რებრენდინგისა და სტრატეგიის ცვლილების შემდგომ, ბაზარზე მისი მთავარი უპირატესობას სრულიად ახალი დიზაინის ელემენტები, პრემიუმ მომსახურება და კომფორტი წარმოადგენს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. მჯერა, რომ პეჟოს ახალი დიზაინი ბევრს მოხიბლავს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ეყოლება საქართველოში. ჩვენ კი აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა ნიკოლოზ მითაიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.