მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest დაიწყო

news image
mbc image

 

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. წლებია საქართველოს ბანკი DataFest - ის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ, ბანკთან პარნტნიორობით, წელს მეშვიდედ, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi 2023 იმართება. ის ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 9 ნოემებერს დაიწყო და 11 ნოემბერს დასრულდება.

DataFest Tbilisi 2023- ზე სპიკერები ისაუბრებენ ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენებასა და სხვა მასთან  დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც 10 და 11 ნოემბერს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფს ჩაატარებენ:

  • გუგა ბურდული -  უფროსი მონაცემთა მეცნიერი 10 ნოემბერს ვორქშოფს  ჩაატარებს თემაზე “როგორ ეხმარება GenAI ტექნოლოგიები მონაცემთა მეცნიერებს;
  • გიორგი გაჩეჩილაძე - უფროსი მონაცემთა მეცნიერი კი  ვორქშოფს ჩაატარებს თემაზე „სარეკომენდაციო სისტემა მილიონი მომხმარებლისთვის“
  • მონაცემთა ანალიტიკის გუნდის უფროსი, გიორგი ბოგვერაძე და უმცროსი მონაცემთა მეცნიერი ნიკა ჭონიშვილი მანქანური სწავლების შესახებ ვორქშოფს ერთობლივად ჩაატარებენ.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გოგატიშვილი  მიიღებს მონაწილეობას. ის ისაუბრებს თემაზე:  ბიზნესის მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება.

 

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნესპროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რამდენიმე ვორქშოფს ჩავატარებთ მანქანური სწავლების, GenAI ტექნოლოგიებსა და საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვის შესახებ. გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში ვისაუბრებთ მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საბანკო პროცესებში ინტეგრაციასა და იმპელემენტაციას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ“- აცხადებენ საქართველოს ბანკში

ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა