მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაზისუბნის მამული“ განახლებად ენერგიაზე გადავიდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „ვაზისუბნის მამული“ განახლებად ენერგიაზე გადავიდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 279,000 დოლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა და ის მზის ელექტრო სადგურის მოწყობასა და დამონტაჟებას მოხმარდა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ვაზისუბნის მამულში“ 500 კვტ. სიმძლავრის ელექტრო სადგური მოეწყო. დაყენდა 633 ერთეული - 570 ვატიანი და 334 ერთეული - 420 ვატიანი მზის პანელი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, 630 000 კილოვატს შეადგენს.

„გარემოზე ზრუნვა და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ „ვაზისუბნის მამულმა“ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად მზის პანელები დაამონტაჟა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება. კომპანია სამომავლოდ არაერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის  კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა