საქართველოს ბანკის მობილბანკის „თამაშის“ ფინალი 18 იანვარს 21:00 სთ-ზე გაიმართება
საქართველოს ბანკის მობილბანკის თამაში რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. ფინალი 18 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.
ფინალი ყველასთვის ერთ დროს დაიწყება და მასში მონაწილეობა როგორც გუნდებს, ისე დამოუკიდებელ მოთამაშეებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით აქვს შესრულებული. კითხვები ინტელექტუალური სახის იქნება. დამოუკიდებელ მოთამაშესთან, ორ-მოთამაშიან გუნდთან და სამ-მოთამაშიან გუნდთან სხვადასხვა სახის კითხვები გამოჩნდება. პასუხების ძებნაში კი მოთამაშეს ლოგიკა და ცოდნა დაეხმარება. ფინალში კი გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად გასცემს ყველა კითხვას სწორ პასუხს.
კითხვების რაოდენობა მოთამაშეების მიხედვით განსხვავებულია :
თამაშის საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და საქართველოს ბანკისგან პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, თითოეული გუნდის სახეობის მიხედვით, (სულ 18 ადამიანი) ფულად პრიზებს მიიღებენ.
მათ ვისაც, 12 კვირის განმავლობაში დაგროვილი მონეტები მარკეტში არ დაუხარჯავთ, მისი გადაცვლის შესაძლებლობა დახმარებებსა და შეცდომის შედეგად მიღებული დროითი შეზღუდვის მოხსნაში შეუძლიათ.
მონეტებს გადაცვლას მოთამაშე ასე შეძლებს:
ფინალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
რჩევებს კი, რომელებიც თამაშის ფინალში დაგეხმარება, შეგიძლიათ გაეცნო აქ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.