მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და GITA - ს ერთობლივი პროექტის „Code IT” - ის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად,  პროექტის - „Code IT“ - ის პირველი მოდული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით დასრულდა.  პროექტის   ფარგლებში საქართველოში არსებულ ყველა ტექნოპარკში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, თბილისი) სატრენინგო სერია კოდინგის სფეროში Web და Software Development-ის მიმართულებით ჩატარდა.  

Code IT – ის მიზანია, მოსწავლეები დააინტერესოს Web Design-ით  და Web Development-ით, დაეხმაროს იმ ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რომელიც მათ სამომავლოდ ტექნოლოგიური პროფესიებისთვის მოამზადებს.

Code IT - ის პირველმა მოდულმა სტარტი 4 ივლისს აიღო და 24 აგვისტოს დასრულდა.  პროექტის ფარგლებში 16 სალექციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს 8 რეგიონიდან, 360 -ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მეორე მოდული კი 8 სექტემბერს დაიწყება, სადაც მოსწავლეები პროგრამირების ენას - Javascript – ს შეისწავლიან და ფინალურ პროექტზე იმუშავებენ.

პროექტის მიზანია,  მონაწილეებმა კვალიფიციური ლექტორებისგან მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  350-მდე მოსწავლე ჩაერთვება.  თითოეულ კურსზე  მონაწილეთა რაოდენობა 120-მდე იქნება.

ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს. ესენია: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ტარდება ონლაინ, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით შეასრულებენ. პროგრამის მონაწილეები ერთმანეთის დახმარებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით,   თეორიულად მიღებულ ცოდნას გაიღრმავებენ. კურსის დასასრულს კი მოსწავლეები საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც  მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს გაეგზავნებათ  და ინტერესის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები დასაქმებასაც შეძლებენ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა