მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა.

STEM ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის სავარჯიშოებსა და STEM პროექტებზე მუშაობდნენ, საკუთარი ნაშრომები კი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის დაჯამებული ქულებით 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.

პირველ ადგილზე ქართულ-ამერიკული სკოლა გავიდა, გუნდის მენტორი გოგა სუქნიძე იყო, წევრები კი - ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვახტანგ გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკოლოზ ყულოშვილი და ალექსანდრე ნაზღაიძე იყვნენ.

მეორე ადგილზე თავისუფალი სკოლა გავიდა, ირაკლი ხუციშვილის მენტორობით.  მონაწილეები იყვნენ ნიკო ხარშილაძე, ანდრია მახარაძე, სანდრო ჩადუნელი, ლუკა დუდაური, სალომე ჯიბლაძე და რატი ტვილდიანი.

მესამე ადგილი კი "მწიგნობართუხუცესმა" დაიკავა, ლალი ხატიაშვილის მენტორობით. გუნდის წევრები კი იყვნენ ანასტასია ჯანყარაშვილი, ნატა ბეჭვაია, სანდრო ვერულეიშვილი, დავით გილიგაშვილი, საბა ზარანდია და ბაქარ ბუხსიანიძე.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს  ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში საგანმანათლებლო საგზური გადაეცა. ამასთან, მათი სკოლის შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკით დაჯილდოვდნენ. ყველა ფინალისტ მონაწილეს კი გადაეცა სიმბოლური ჯილდოები და სერტიფიკატები.

ამასთან, სკოლებისთვის გამარჯვების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, დამოუკიდებლად გაიმართა ოლიმპიადა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის, რომელშიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გუნდის მენტორი ნიკოლოზ ლობჟანიძე იყო, წევრები კი - ბაგრატ დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი, რატი რატიანი, თორნიკე მემანიშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მესხიშვილი.

„STEM მეცნიერება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, მომავლის მიმართულებებს - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შევქმენით STEM სკოლის პროექტი, რომელსაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ. პარალელურად, უფრო მეტი ახალგაზრდისთვის STEM მიმართულებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საფუძველი ჩავუყარეთ STEM ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა წელს 200-მდე სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივებისადმი დაინტერესება კი მუდმივად იზრდება და ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ვიხილავთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლას შეუძლია. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ცოდნა როგორც სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე პრაქტიკული ინჟინრული ამოცანების ამოხსნაში. VII-XI კლასელი 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სახით ჰყავთ მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ორგანიზებას, ცოდნის გაუმჯობესებასა, გამტკიცებას და პროექტში მიმდინარე აქტივობებში ჩართულობას.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა