მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა

news image
mbc image

STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

STEM სკოლამ მოსწავლეთა ორი ნაკადი უკვე წარმატებით მიიღო. ჯამში, ონლაინ სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც სწავლა 400-მდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 100-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა. 

STEM მიმართულება თანამედროვე სამყაროში ოთხ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან სფეროს – საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში STEM განათლება სკოლის სასწავლო მოდულშიც ჩაემატა. წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული სტიპენდიების დიდი ნაწილიც სწორედ მომავალი მეცნიერებისთვის და ინჟინრებისთვის არის განკუთვნილი.
შესაბამისად, STEM სკოლა წარმოადგენს შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, არა მხოლოდ გამოიყენონ, არამედ თავად შექმნან ინოვაციები.

ერთწლიანი ონლაინ კურსის გავლა მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსი ორ მოდულს აერთიანებს, პირველი მოდული თეორიულ ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე – პრაქტიკულს, თუმცა გაკვეთილები ყოველთვის ინტერაქციულია.

პროექტის განხორციელებით, საქართველოს ბანკის მიზანი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამიტომ, ბანკი ყოველწლიურად სკოლაში ჩარიცხულ, 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს და მათ სასწავლო პროცესში საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფს. 

STEM სკოლაში ჩარიცხვისთვის მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომელიც სკოლაში უკვე ნასწავლ, STEM სკოლის სასწავლო მასალის დაძლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. როგორც კომაროვის სკოლის დირექტორი ამბობს: ,,მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან ასეთი დიდი დაინტერესება იძლევა იმედს, რომ მომავლის საქართველო და ახალი თაობა ფეხს აუწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს. მაქვს იმედი, რომ STEM სკოლის მოსწავლეები ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, შეძენილ უნარებსა და რესურსებს კი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართავენ“.

პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ ხელმისაწვდომობა და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემაა. STEM სკოლის მთავარი იდეა კი მომავალი მეცნიერების, ტალანტების პოვნა და მათთვის კარგი საბაზისო ცოდნის მიცემაა.

„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების, ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, მოსწავლეებს მივცეთ წვდომა მაღალი ხარისხის განათლებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი, უფრო ნათელი მომავალი. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, ჩვენი ძალისხმევით კი უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მოსწავლეების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

პროექტის პირველი მიღება ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს სწავლას, მეორე ნაკადმა კი სულ ახლახან დაიწყო სწავლა და პირველი გაკვეთილის ემოციები უკვე გამოსცადა. STEM სკოლა მომავლის პროექტია, რომელიც ცნობისმოყვარე მოსწავლეებს მეცნიერებისთვის ამზადებს. აქ ახალგაზრდები სწავლობენ, რომ  კრეატიული იდეები, ფანტაზია და ტექნიკური ცოდნა ერთად ქმნის ინოვაციას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ადამიანების ყოველდღიურობა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა