საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს, ფილიალი გახსნა, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალი გახსნა, რომელიც მოხმხმარებლების საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა.
4B ის სივრცეა, სადაც საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო პარტნიორი ბიზნესები განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობენ.
4B მათ სთავაზობს:
ახალი ფილიალი 20 სექტემბერს, გუდიაშვილის ქ.#2 - ში გაიხსნა.
„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. განსხვავებული კონცეფციის მქონე 4B ფილიალი საქართველოს ბანკის ის სივრცეა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესისთვის კიდევ მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში. ამ სივრცეში ბიზნესებს არაერთი საინტერესო სიახლე და კონკეტულად მათთვის შექმნილი შეთავაზება დახვდებათ. მოხარულები ვართ ამ სიახლით და მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს პარტნიორებს და დაეხმარება მათ ახალ იდეებში, ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარებაში და ახალი ურთიერთობების დამყარებაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.“ - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.