მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკმა მობილბანკში მასშტაბური „თამაში" დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების წახალისებაზე და მათ არაერთ სიახლეს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მობილბანკში მასშტაბური „თამაში“ დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც შეუძლიათ.

საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი „თამაში“ 12 კვირა გაგრძელდება. მონაწილეებს ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დახვდებათ, მათ შესასრულებლად კი მთელი კვირა ექნებათ. თუკი, თამაშის მონაწილე კვირის ყველა დავალებას შეასრულებს, მიიღებს მონეტებს, რომელთა გამოყენებასაც მოგვიანებით, საჩუქრების მარკეტში შეძლებს. ასევე შესაძლებელია დაგროვილი მონეტები შეინახოთ და ფინალურ ეტაპზე დახმარებებში გადაცვალოთ, რომელიც 12 კვირის დასრულების შემდეგ, იანვარში გაიმართება.  

თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია. თამაშში ჩართვა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე  გუნდურად. შეგიძლიათ შექმნათ ორ ან სამ მოთამაშიანი გუნდი მეგობართან, ოჯახის წევრთან, ან სხვა  ნებისმიერ პირთან ერთად.

 „თამაში“ 9 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ფინალი კი 2024 წლის იანვარში გაიმართება. საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზები გადაეცემათ.  

საპრიზო კატეგორიები ასე გამოიყურება

3 მოთამაშიანი გუნდი :

I ადგილი - 90 000 ლარი (30 000 ლარი  გუნდის თითოეულ  წევრს)

II ადგილი - 60 000 ლარი  (20 000 ლარი  გუნდის თითოეულ წევრს)

III ადგილი - 45 000 ლარი ( 15 000 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

2 მოთამაშიანი გუნდი :

I ადგილი - 55 000 ლარი; (27 500 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)

II ადგილი - 35 000 ლარი; (17 500 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

III ადგილი - 25 000 ლარი  (12 500 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

დამოუკიდებელი მოთამაშეები:

I ადგილი - 25 000 ლარი;

II ადგილი - 15 000 ლარი;

III ადგილი - 10 000 ლარი.

შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია. თუ ჯერ არ გაქვთ აპლიკაცია, მიყევით ბმულს, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი თქვენს ტელეფონში და დაიწყეთ  თამაში.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა