მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლებას მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.
შეთანხმება მიზნად ისახავს ეროვნულ ბანკსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას. ასევე, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობას, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. მემორანდუმის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ეროვნულ ბანკში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. 
„საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. თუმცა, მათ შორის, თავისი ისტორიით გამორჩეულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმბოლურია, რომ სწორედ სოხუმის დაცემის წინა დღეს ვაფორმებთ მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს. ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. სწორედ განათლებაა ის მყარი საფუძველი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდა თაობის წარმატებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის თემატიკას სებ-ი, თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ეხმაურებოდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ამის საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება, 200 - ლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახული ქალაქ სოხუმის ხედი. ბანკნოტის ვიზუალური ელემენტები სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იდეას გამოხატავს.
გარდა ამისა, 2009 წელს ეროვნულმა ბანკმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტაც გამოუშვა. სულ მალე სებ-ში აფხაზეთის ოთახი მოეწყობა, რომელიც  კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელების შედეგად, სულ მალე უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო განათლების ჰაბი გახდება.  „დარწმუნებული ვარ, ამ სასიკეთო და საქვეყნო ინიციატივებში ერთად იქნებიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენთვის დიდი პატივია და საამაყოა, რომ ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციაში, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აფხაზეთის ოთახის გახსნა, რაც მიმანიშნებელია ჩვენი ერთიანობისა და იმ ტკივილის, რომლის ოკუპაციიდან ხვალ 31 წელი სრულდება“, - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა