მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტემაში უმაღლეს საფეხურზე დაწინაურდა

news image
mbc image

მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელმა (Sustainable Banking and Finance Network, SBFN) 2024 წლის გლობალური პროგრესის ანგარიში (2024 Global Progress Brief) გამოაქვეყნა.

გლობალური პროგრესის ანგარიშის მიზანი წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე მდგრადი დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისა და გატარებული ღონისძიებების შეფასებაა. ახალ ანგარიშში შეფასებულია 66 განვითარებადი ქვეყნის რეგულატორული ჩარჩო, ძირითადი ტენდეციები, ინოვაციები და შესაძლებლობები სამ ძირითად კატეგორიაში: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაცია, კლიმატთან და ბუნებასთან დაკავშირებულ რისკების მართვა და მდგრადობის დაფინანსება. საქართველო სამივე კატეგორიაში დაწინაურდა, მათ შორის ორი პოზიციით მდგრადობის დაფინანსებისა და კლიმატისა და ბუნებასთან დაკავშირებული რისკების მართვის კატეგორიებში.

SBFN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 70 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის რეგულატორებსა და საბანკო ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან SBFN-ის წევრია. SBFN-მა აქტიური როლი შეასრულა საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკლევის შემუშავებაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მათ შორის განხორციელდა ESG საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, მიღებულ იქნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და შესაბამისი რეგულაცია, შემუშავდა კლიმატის რისკის რადარი, დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი და ESG საკითხების სახელმძღვანელო, გამოქვეყნდა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი ფორმა, მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიში და სხვა.


ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი, რაც SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვს საფეხურიან სისტემაში დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "განვითარების" საფეხურიდან "კონსოლიდირების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლო.


SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტემა

 

წყარო: SBFN

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა