მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

საქართველოს პარლამენტმა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტმა "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ" საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში დაამტკიცა. ინფორმციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ფასიანი ქაღალდების ფლობის, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, შესაბამისად მომზადებულ ბაზრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვისა და საქართველოს, როგორც ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად სანდო იურისდიქციის, რეპუტაციის ამაღლებისათვის.

საკანონმდებლო პაკეტი ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გარდა ამისა, კონსულტაციები წარმოებდა ადგილობრივი საფინანსო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებთან.

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები ანგარიშზე ჩანაწერის სახით არსებობს. მათი ემისია ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში ხორციელდება და მათზე საკუთრება და მესაკუთრის ცვლილება ანგარიშის ამონაწერით დასტურდება. ეს არის ფასიანი ქაღალდების ემისიის თანამედროვე ფორმა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. ეროვნულ ბანკში უკვე დანერგილია თანამედროვე ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ახალი საკანონმდებლო პაკეტის მოთხოვნების პრინციპებს ეფუძნება. აღნიშნულ სისტემაში ორი დამოუკიდებელი ცენტრალური დეპოზიტარი - ეროვნული ბანკი და სს "საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია" ჩართული. იგი საქართველოში გამოშვებულ ყველა ფასიან ქაღალდს ემსახურება, მათ შორის კორპორაციულ და სახელმწიფო ემისიებს, ობლიგაციებს და აქციებს.

ახალი კანონი განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივ სტატუსს, ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შენახვის, გასხვისების, კუპონების და დივიდენდების გადახდის და ფასიანი ქაღალდის დაფარვის სამართლებრივ ასპექტებს. კანონი ასევე ადგენს ყველა ამ ეტაპზე ემიტენტის, ცენტრალური დეპოზიტარის, ქასთოდიანებისა და სხვა ფინანსური შუამავლების როლს, მათ ვალდებულებებსა და უფლებებს. საკანონმდებლო აქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან უფრო მეტად თავსებადი ხდება. ახალი კანონის მიღება ასევე გაამარტივებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს და უკეთ დაიცავს ინვესტორთა ინტერესებს.

კანონი ეყრდნობა ფასიანი ქაღალდების შესახებ ჟენევის საერთაშორისო კონვენციას და ევროკავშირის რეგულაციას ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების გაუმჯობესებისა და ცენტრალური დეპოზიტარების შესახებ. მსგავსი საკანონმდებლო რეჟიმი არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარებს, როგორებიცაა ევროქლიარი (Euroclear) და ქლიარსტრიმი (Clearstream). აღნიშნულ საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარებში ხდება ევროობლიგაციების გამოშვება, რომელთაც ენდობიან ემიტენტები და ინვესტორები მთელი მსოფლიოდან.

კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ეროვნული ბანკი შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს, რომელთა პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. კანონი არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ასევე ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს. ისინი ვალდებულნი იქნებიან 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უზრუნველყონ ცენტრალურ დეპოზიტართან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში საჯარო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა.

საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა