მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში ამერიკელი გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი ითამაშებს - საქართველოს ბანკი ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ნატურალიზებული მოთამაშე, კამარ ბოლდუინი ითამაშებს – 27 წლის ამერიკელი კალათბურთელი პოზიციით გამთამაშებელია და ის ესპანურ ბასკონიაში ირიცხება.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩს მომავალი მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩებისთვის ორი ამერიკელი მოთამაშიდან მოუწევს არჩევა – ჯო ტომასონი და კამარ ბოლდუინი. ჯომ უკვე გაგვაცნო თავი და ითამაშა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე. თუმცა რეგულაციების გათვალისწინებით, სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთის არჩევაა შესაძლებელი.

კამარ ბოლდუინის კარიერა

რაც შეეხება ახალწვეულის, კამარ ბოლდუინის კარიერას, ჯორჯიის შტატში დაბადებული კალათბურთელი უკვე მე-4 პროფესიული სეზონია რაც ევროპაში თამაშობს.

ბასკონიამდე, 2023-2024 სეზონებში, ის იტალიური ტრენტოს წევრი იყო. მანამდე კი ჯერ თურქული ტურკ ტელეკომის, მერე კი გერმანული გიოტინგენის ღირსებას იცავდა.

თამამად შესაძლებელია იმის თქმა, რომ კამარს კარგი ევროპული გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ეს გამოცდილება წლევანდელ სეზონში ბასკონიაშიც გაგრძელდება – სწორედ იმ გუნდში, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდადაც ითვლებოდა.

კამარ ბოლდუინმა ტრენტოს მაისურით გასული სეზონის ფიბას ევროთასზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა – 15.2 ქულა, 4.5 პასი იყო მისი საშუალო მონაგარი ამ მატჩებში. ამ წარმატებული სეზონის მერე დაადგა თვალი ესპანურმა გრანდმაც და თავისთან გადაიბირა, თავის მხრივ, ჯიკიჩის ყურადღებაც მიიქცია და საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრიც გახდა. რაც შეეხება მის სტატისტიკას ესპანეთის ჩემპიონატში – 2 მატჩი, 31 წუთი, 15 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა, 1.5 ჩაჭრა. ევროლიგაში კი მისი სტატისტიკა ასეთია – 7 მატჩი, 16 წუთი, 6.1 ქულა, 3.3 პასი, 1.4 მოხსნა. რიცხვები და სტატისტიკა გასულ და მიმდინარე სეზონშიც იმედისმომცემად გამოიყურება და კარგ დანამატად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ნაკრებისთვის. რაც მთავარია, გაიზარდა სიღრმე, კონკურენცია და გართულდა სელექცია, რაც დადებით ტენდენციას ქმნის ამ სპორტში.

საქართველოს ნაკრებს თებერვალში ბოლო ორი მარცხის (დანიასთან და სერბეთთან) შემდეგ გადამწყვეტი თამაშები ელის და იმისთვის, რომ საქართველომ ევრობასკეტ 2025-ზე თამაშის უფლება მოიპოვოს, არ უნდა გავიდეს ჯგუფში ბოლო ადგილზე.

ფინეთი VS საქართველო – 21 ნოემბერი

საქართველო VS ფინეთი – 24 ნოემბერი

ფინალის ტოლფასი მატჩები ჩატარდება ჯერ ფინეთში, მერე კი განმეორებითი შეხვედრა თბილისში – კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ კი აუცილებელია ამ სანაკრებო პაუზის წარმატებით ჩამთავრება.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს. საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა