საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს RIA მოემსახურა
იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 607 765.12 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24%-ია.
მეორე ადგილზე Zolataia Korona-ა, სისტემა 9 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 586 881.5 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით
საქართველოში ფულადი გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 22%-ითაა შემცირებული. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 2 528 397.8 ათასი აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა. ეს მაჩვენებლები კი 2023 წლის 9 თვესთან შედარებით 22,3%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 3 255 133 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში გაკეთებული გადმორიცხვების მიხედვით ევროკავშირი პირველ ადგილზეა და მასზე მთლიანი ჩარიცხვების 42% მოდის, სულ 1 068 813.8 ათასი აშშ დოლარი. დსთ-ს ქვეყნებზე ჩარიცხვების 26%-ი ფიქსირდება, სულ 655 004.4 ათასი აშშ დოლარი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს ჩარიცხვებმა 9 თვეში 804 579.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ მთლიანი ჩარიცხვების 32%-ი.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.