საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის 9 თვეში ბიუჯეტში 115 ათასი ლარი შევიდა, რაც 1,7%-ით მეტი მაჩვენებელია
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის 9 თვეში ბიუჯეტში 115,023.19 ლარი შევიდა, რაც 1,7%-ით მეტი მაჩვენებელია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის ბიუჯეტში სულ 113,096.24 ლარი აკუმულირდა.
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის ბიუჯეტში შესული თანხების სტატისტიკა წლების მიხედვით:
2022 წელი - 150,323.54 ლარი;
2021 წელი - -26,845.68 ლარი;
2020 წელი - 302,625.07 ლარი;
2019 წელი - 302,625.07 ლარი;
2018 წელი - 1,023,669.13 ლარი;
2017 წელი - 2,370,639.00 ლარი;
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.