მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.8 პპ-ით, 43.3%-მდე შემცირდა - სებ-ის თვის მიმოხილვა

news image
mbc image

ოქტომბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა. როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაში წერია, წინა თვესთან შედარებით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით შემცირდა, რაც მეტწილად უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა. რაც შეეხება ეროვნული ვალუტით დაკრედიტებას მზარდია.

„კერძოდ, ოქტომბერში ეროვნული ვალუტით დაკრედიტება წლიურად 24%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 13.2 პპ წვლილი შეიტანა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ერთი მხრივ, ლარის ბიზნესის სესხების ზრდას უკავშირდება. ამავდროულად, მოიმატა იპოთეკური სესხების ზრდის ტემპმაც, რომლის წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.7 პპ შეადგინა.

ოქტომბერში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პპ-ით გაიზარდა და 13.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით 14.8%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 9.1%-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია სებ-ის თვის მიმოხილვაში. 

ოქტომბერში იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით გაიზარდა და 11.9%-ს შეადგენს. ხოლო იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.02 პპ-ით გაიზარდა და 11.9% შეადგინა. ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.03 პპ-ით, 9.5%- მდე შემცირდა.

ასევე უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 8.1%- მდე შემცირდა.

ოქტომბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.8 პპ-ით, 43.3%-მდე შემცირდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ-ით, 62.7%-მდე შემცირდა. ასევე ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამაც, 0.5 პპ-ით, 25.8%-მდე მოიკლო. ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 162.4 მლნ ლარით გაიზარდა და 790.1 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 36.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა