სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ფიგურები ჯიქიაზე“ დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 27 სართულს, 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და სამი საპარკინგე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ერთიანი სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. კომპანია მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას სამომავლოდ თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს.
„„ფიგურები“ ჰოლდინგ იბერკომპანის მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომლის პირველ პროექტს „ფიგურები ჯიქიაზე“ წარმოადგენს. ბრენდი შექმნილია მათთვის, ვინც პირველ რიგში, პროდუქტის ფუნქციურობას აფასებს და პრაქტიკული გადაწვეტილებების მიღება სურს, მითუმეტეს, როცა საქმე ისეთ შენაძენს ეხება, როგორიც საცხოვრებელი სახლია. „ფიგურების“ კომპლექსში ესთეტიკური კონცეფცია, პირველ რიგში, ფუნქციურობითაა ნაკარნახევი. სივრცეები დაგეგმილია ისე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მომხმარებლისთვის ეკონომიკურად გამართლებული იყოს. ჩვენი მიზანია, ბინის მაძიებლებს შევთავაზოთ მოხერხებული და ხელშესახები გამოსავალი, რომელიც აუცილებლად უპასუხებს მათ ამჟამინდელ პრაქტიკულ საჭიროებებს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს“, - აცხადებენ კომპანიაში.
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა მთავარი პრიორიტეტია. სამშენებლო დეველოპერულ სექტორს კი მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. გვიხარია, რომ ბანკსა და კომპანია „ფიგურებს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და თბილისს კიდევ ერთი მასშტაბური საცხოვრებელი პროექტი შეემატება. აღსანიშნავია, რომ ფიგურები ჰოლდინგური კომპანია „იბერკომპანის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას