მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის

news image
mbc image

Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში, ყველა სურვილი რომ მაქსიმალური სარგებლით აისრულოთ, თქვენთვის საქართველოს ბანკის აქციების გზამკვლევი მოვამზადეთ. ამ სტატიაში ნახავთ შეთავაზებების რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანის სურვილებს მოერგება.

შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის

28 ნოემბერს, თუ Student Card-ით ან sCool Card-ით სარგებლობთ, Miniso-სა და Trendyol-ზე შეგიძლიათ 30%-იანი ქეშბექი მიიღოთ.  (მაქსიმუმ 100 ლარი)

ხოლო, თუ, ონლაინ თამაშები გიყვართ, Steam-სა და Xbox-ზე გადახდილი თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებთ. შეთავაზება მოქმედებს როგორც ბალანსის შევსებისას, ისე ახალი თამაშის შეძენის დროს. ( ჯამურად, ორივე საიტზე 100 ლარი)

27, 28 და 29 ნოემბერს  კი Cellfie-ს აპლიკაციაში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ ამ პაკეტებზე:

  • 7 GB - 5₾;
  • 12 GB - 8₾;
  • 12 GB + 150 წთ + SMS - 10₾.

ინფორმაციისთვის, თუ შეთავაზებებით სარგებლობას sCool Card-ით გეგმავთ, სელფის გარდა ყველა შეთავაზება წინასწარ, sCoolApp-ში უნდა გაიაქტიუროთ.

PLUS Card-ის მომხმარებლებისთვის

წელს, 28 ნოემბერს ფასდაკლებებით სარგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ქულაც დაგერიცხებათ.

10-ჯერ მეტი PLUS ქულა

10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას. 

ეს აქცია ვრცელდება რეგიონულ სავაჭრო ცენტრებზეც – ზუგდიდი მოლში,   ბათუმის Grand Mall-ში, გორი მოლსა და ქუთაისის West Point-ში.

ამ შეთავაზებით სარგებლობისას,შეგიძლიათ მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულა მიიღოთ.

50-ჯერ მეტი PLUS ქულა

28 ნოემბერს 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში PLUS ბარათით გადახდისას 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებთ. (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა)

ამასთანავე, თუ დაგროვილ ქულებს GPC-სა და ფარმადეპოში გამოიყენებთ, ქულებით გადახდისას 30%-იან ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.

ხოლო, თუ 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე Wolt-ის Retail კატეგორიაში PLUS ბარათით მინიმუმ 100 ლარის პროდუქტს შეუკვეთავთ, ვოლტის ბალანსზე 30 ლარი დაგიბრუნდებათ.

MasterCard და PLUS მომხმარებლებისთვის

თუ ტექნიკის განახლებას გეგმავთ და  PLUS ან MasterCard ბარათით სარგებლობთ,  28 ნოემბერს კონტაქტ ჰოუმში შოპინგისას დამატებით 20%-იან ქეშბექს მიიღებთ. (მაქსიმუმ 200 ლარს)

ქეშბექის მისაღებად გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.

SOLO ბარათის მფლობელებისთვის

28 ნოემბერს, გადაიხადეთ ჩამოთვლილ მაღაზიებში SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან გადახდის არხით და დაიბრუნეთ თანხა:

  • The North Face, Diesel, Napapijri, Magellan, Timberland და Scotch & Soda - 50% ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი);
  • Amazon - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი);
  • Extra - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • ICR Home - 25% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • Elite - 20% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • SOLO Boutique - 50% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • Kiwi Post - 30% ქეშბექი (ლიმიტის გარეშე)

*Amazon-ზე ქეშბექით სარგებლობისთვის გადახდისას აირჩიეთ სადებეტო ბარათით გადახდა.

American Express მომხმარებლებისთვის

American Express-ის საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის 28 ნოემბერს 10-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. შეთავაზება მოქმედებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას. ქულების მაქსიმალური ლიმიტი კი 10,000 MR ქულაა.

როგორ გროვდება სხვადასხვა ამექსზე ქულები:

  • AmEx Blue – 1 ლარზე 1 MR ქულა
  • AmEx Green – 1 ლარზე 1.5 MR ქულა
  • AmEx Gold – 1 ლარზე 2 MR ქულა
  • AmEx Platinum − 1 ლარზე 3 MR ქულა

ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის 

Enza Home-ის ფართო ასორტიმენტიდან ავეჯის, დეკორის ან სხვა ნივთების შეძენისას, 28 ნოემბერს ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 500 ლარის გადახდის შემთხვევაში, ანგარიშზე 10%-იანი ქეშბექი დაგერიცხებათ.

გაითვალისწინეთ, რომ გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.

აირჩიეთ სასურველი შეთავაზება, მოემზადეთ შოპინგისთვის და აქციეთ Black Friday სურვილების ასრულების დღედ.

საქართველოს ბანკის Black Friday - ს ყველა შეთავაზებას კი აქ იპოვით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა