საქართველოს ბანკის მაისის PLUS შეთავაზებები
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის უკვე ტრადიციული თვის შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებს სპეციალური - მაისის თვის შეთავაზებები მოუმზადა.
საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას :
23 მაისს - პოპმარტის ვებ-გვერდზე კონდიციონერის შეძენისას შესაძლებლობა გაქვთ 20% -იანი ქეშბექი მიიღოთ. (მაქსიმუმ 500 ლარი)
23 მაისს - შეიძინეთ პროდუქცია XS Toys-ს, Pepela-სა და Carter’s-ის ფიზიკურ მაღაზიებში, გადაიხადეთ Wallet-ში დამატებული PLUS ბარათით და დაიბრუნეთ 30%-ის PLUS ქულა. (თითოეულ ბრენდში მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა)
24-26 მაისს - Beko-ში ტექნიკის შეძენისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ.
საქართველოს ბანკის AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას :
23 მაისს - Lutecia-ში Wallet-ში დამატებული საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას 40% MR ქულების ქეშბექის მიღება შესაძლებლობა გაქვთ. (მაქსიმუმ 150 ლარის MR ქულა)
* აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია მობილბანკში შეთავაზების გააქტიურება.
21-დან 26 - მაისის ჩათვლით - IPLUS-ის ფილიალებში MacBook-ის შეძენისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი. (მაქსიმუმ 200 ლარი)
საქართველოს ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას :
23 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით - ესტუმრეთ ბიბლუსის აუთლეთ ბაზრობას ჰუალინგ პლაზაში, შეიძინეთ ბიბლუსის, პეპელას, XS სათამაშოების ან კარტერსის პროდუქცია 40%-დან 70%-მდე ფასდაკლებით და დაიბრუნეთ 30% ანგარიშზე. (მაქსიმუმ 100 ლარი)
თუ ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის PLUS, საკრედიტო AmEx ან Mastercard ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, საქართველოს ბანკის მობილბანკში, ფიზიკური ბარათის შერჩევის შემთხვევაში, მას ბანკის სასურველ ფილიალში მიიღებთ, ციფრული ბარათის გააქტიურებას კი წამებში, მობილბანკიდან არის შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს - დავით რუსია
03.06.2026.17:30
ჩვენც და დანარჩენი მსოფლიოც კვლავ არსებული განაკვეთების ფარგლებში დავრჩებით და ამ თვალსაზრისით, დოლარით დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში მოქმედი რეზერვებისა და კაპიტალის რეგულაციები შედარებით მკაცრია და ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის შეხვედრაზე გარკვეული ცვლილებების ინიციატივებიც განიხილეს, თუმცა საკითხები ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზე რჩება. მისი თქმით, დოლარიზაციის სტრუქტურაც შეიცვალა და დოლარული მასა ძირითადად ფიზიკურ პირებსა და მიკროსესხებზე აღარ ნაწილდება.
„რაც შეეხება დოლარის მასას, ის, ბუნებრივია, ფიზიკურ პირებსა და მიკრო სესხებზე არ მიიმართება და პირდაპირ SME (მცირე და საშუალო ბიზნესი) და კორპორატიულ სეგმენტზე ნაწილდება. კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს. ეს ინსტრუმენტი ბანკებს საშუალებას მისცემს, დოლარული მასა ცენტრალურ ბანკში განათავსონ, სანაცვლოდ კი ლარის რესურსი მიიღონ, რომელსაც მოგვიანებით, ვალდებულების გასტუმრებისას, უკან დააბრუნებენ. ეროვნული ბანკის პოზიციით, მათთვის ცნობილია ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა, თუმცა მიაჩნიათ, რომ საბაზრო მექანიზმებში ზედმეტად ჩარევის უფლება არ აქვთ და ამ საკითხის დარეგულირება უმჯობესია თავად საბანკო სისტემას მიენდოს.
რაც შეეხება უშუალოდ მონეტარული პოლიტიკის მართვას - ეროვნულმა ბანკმა მაისში ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტი აამუშავა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის იყო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რომელიც, როგორც იცით, 8.25%-მდე განისაზღვრა. ჩვენ, როგორც წესი, ორიენტირად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს ვიღებთ. ვინაიდან ამ პერიოდში არც აშშ-ს და არც ევროპის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთები არ შეუცვლიათ, ჩვენც ველოდით, რომ მაისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მით უმეტეს, რომ ივნისი, ივლისი და აგვისტო მაინც ტურისტული სეზონია და შესაბამისად უფრო მეტად შეიძლება სექტემბერში გვქონოდა პირველი ცვლილება. თუმცა ეროვნულმა ბანკმა რაღაცნაირად პრევენცია მოახდინა“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები ჯერჯერობით სუსტდება, რადგან აშშ-ში ინფლაცია 3.8%-ის დონეზე რჩება და ფედერალური რეზერვის 11-12 ივნისის სხდომაზე განაკვეთის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. მისი თქმით, მსგავსი ტენდენციაა ევროპაშიც, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის შერბილების ნაცვლად ახალი გამკაცრების სცენარებიც განიხილება. რუსიას შეფასებით, არსებული პირობები დოლარულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაიაფებას არ უნდა გვაძლევდეს მოლოდინს, ხოლო დამატებითი გაურკვევლობა, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური რისკები, გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის პერსპექტივას კიდევ უფრო ამცირებს.