მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია - არჩილ გაჩეჩილაძე

news image
mbc image

საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ინდუსტრიაში ბიზნესებს მხარში დაუდგეს და მათთან  ითანამშრომლოს.

„დღეს ძალიან სასიხარულო მომენტია, ვინაიდან ეს მუშაობა, რომელიც ერთობლივად გაიმართა Galt & Taggart-ის, რომელიც ჩვენი შვილობილი ორგანიზაციაა, როგორც მოგეხსენებათ, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების მიმართულებებით, მათ შორის სააგენტოებთან, მთლიანობაში ითარგმნა იმ ანალიტიკაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი დღეს.

საქართველოს ბანკის როლი ამ ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს მხარში დავუდგეთ და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება.

სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება და, ასე ვთქვათ, ამ ტრაექტორიაზე სვლის გაგრძელება.

ჩვენი როლი ამ მიმართულებით იქნება, რომ გავაგრძელებთ ანალიტიკის დამუშავებას და წარდგენას საზოგადოებისადმი და ამ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესისათვის და სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ესეთი ტიპის ანალიტიკა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

30.07.2026.12:47

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა