საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის 6 თვის შეჯამება | ყველაზე დიდი პლატფორმა კერძო - საჯარო დიალოგისთვის საქართველოში
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის 6 თვის შეჯამება | ყველაზე დიდი პლატფორმა კერძო - საჯარო დიალოგისთვის საქართველოში
შალვა პაპუაშვილი | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მარიამ ქვრივიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
არჩილ გაჩეჩილაძე | საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი
დავით ზღუდაძე | Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში
შოთა ბერეკაშვილი | პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
რევაზ სოხაძე | საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
დავით ჯუღაშვილი | ჰანიველ ცემენტის გენერალური დირექტორი
ლევან ჟორჟოლიანი | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ხოსე ენრიკე ბოფილი | Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი იუჯითი • UGT
პარტნიორები Mastercard, Hunnewell Cement • ჰანიველ ცემენტი, Galt & Taggart - გალტ & თაგარტი, ORBI ორბი ჯგუფი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA, Tashub•ტასჰაბი, ELT Group, Forum Ekonomiczne / Economic Forum, Coca-Cola Bottlers Georgia, წყალი მთის • Water MTIS, Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი, საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას