საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 6.9 მლრდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.7 მლრდ ლარს მიაღწია
2025 წლის მაისი ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა საერთაშორისო საფონდო ბირჟებისთვის – აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებამ და ინვესტორთა განწყობების გაუმჯობესებამ მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე აქციების ფასების ზრდა გამოიწვია, რაც დადებითად აისახა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებზეც. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის 6.9 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.