მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ი და საბანკო სექტორი ცდილობს, რომ ჰაბად გადააქციოს საქართველო - დავით რუსია

news image
mbc image

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი კონკურენცია დღეს სადეპოზიტო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ლარის რესურსზეა. მისი თქმით, მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებსაც დანაზოგის შესაძლებლობა აქვთ, შეუძლიათ ისარგებლონ ბანკების შეთავაზებებით და თანხები როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში განათავსონ. დავით რუსიას ინფორმაციით, ამჟამად სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 54% ლარშია განთავსებული.

„პოტენციურ დეპოზიტარს შეუძლია თანხა რამდენიმე ბანკში გადაანაწილოს. დღესდღეობით ყველაზე მძაფრი კონკურენცია მაინც სადეპოზიტო ბაზარზეა, განსაკუთრებით - ლარის რესურსზე. ამიტომაც, თუ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს აქვთ გარკვეული თავისუფალი სახსრები, რომელთა დაზოგვაც შეუძლიათ, მოვუწოდებ, ისარგებლონ საბანკო სისტემის შემოთავაზებებით და განათავსონ ისინი როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. რეალურად, სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 54% დღეს ლარშია. დოლარში 34%-ია, ხოლო ევროში დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. თუმცა აპრილმა საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა - დეპოზიტების მოცულობა დირჰამებში გაიზარდა - ბანკებმა მომხმარებელს დეპოზიტების დირჰამებში განთავსებაც შესთავაზეს.
სასწაული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თვითონ პროცენტული ზრდის მაჩვენებელი 300-350%-ს უტოლდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულმა ინვესტორთა ჯგუფმა ჩათვალა რომ საქართველოში ამ თანხების დაბანდება შესაძლებელი იყო. ვიცით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ქართული საბანკო სექტორი ცდილობს, რომ გარკვეულ ჰაბად გადააქციოს საქართველო.  ამას, რა თქმა უნდა, წინ დიდი შრომა უძღოდა, თუმცა კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. კაპიტალი ყოველთვის ისეთი დიდი ბაზრებისკენ მიისწრაფვის, როგორიც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებია, მით უმეტეს, რომ მათი ხელისუფლებაც მოუწოდებს ინვესტორებს: „მოდით ჩვენთან, ჩვენთან დაცული იქნებით“. ამიტომ, თუ კაპიტალის გარკვეული ნაწილი ჩვენთანაც დარჩება და მთლად ოკეანის გაღმა არ წავა, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა. 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა