მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ი ითვალისწინებს რისკებს და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ქვეყანაში ფასების სტაბილურობაა - თამთა სოფრომაძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი რისკების მაქსიმალურად გათვალისწინებიდან გამომდინარე იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს და სწორედ ასეთმა ქმედებებმა მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ გვაქვს ფასების სტაბილურობა. ამავდროულად, საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტალები, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი2“-ზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა სოფრომაძემ ისაუბრა. 

მისივე განცხადებით, ამჟამად ინფლაციური კუთხით პოზიტიური ტენდენციებია.
"ინფლაციური კუთხით პოზიტიური  მოლოდინები და  ტენდენციები გვაქვს. 2023 წლის დასაწყისიდან, წელიწადნახევარზე მეტია ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი ნარჩუნდება. ეს კი პირველ რიგში, თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ჩვენი მოლოდინით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს დაბალი შენარჩუნდება. თუმცა საგარეო ინფლაციური რისკებიც სახეზეა. აქედან გამომდინარე, სებ-ი ფრთხილ მიდგომას ირჩევს.“, - აღნიშნა - სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა. 
მისი განმარტებით, ნეიტრალური განაკვეთი არის  ორიენტირი იმისა თუ სად ჩამოყალიბდება საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.  
„თუ ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ეს ტენდენციები რაც დღეს გვაქვს შენარჩუნდა, საშუალოვადიან პერიოდში, სხვა თანაბარ პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-მდე შემცირდება“, - დასძინა მან. 

ამასთან, თამთა სოფრომაძის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და წამყვანი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის მიდგომა უნდა იყოს რისკების სწორი მართვა და რისკების მენეჯმენტი. თამთა სოფრომაძის განმარტებით, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ცენტრალური ბანკისთვის არის ინფლაცის პროგნოზი. 
 
„რისკების მენეჯმენტი გვეუბნება, რომ ცენტრალურმა ბანკმა ისეთი ოპტიმალური გზა უნდა ნახოს, რომ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ეკონომიკური ხარჯები იყოს მინიმალური, სებ-ი სწორედ ამ სტრატეგიით მართავს მონეტარულ პოლიტიკას და შედეგად გვაქ ფასების სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტები“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა