სებ-ი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესში ცვლილებების შეტანას გეგმავს
საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტებს აქვეყნებს.
ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში არსებულ მონაცემთა ბაზას. ის უნდა მოიცავდეს მომხმარებელთა შესახებ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას, რომლის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში პერიოდულად ხდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის დაზუსტება.
მიმდინარე ეტაპზე, ცვლილების პროექტების შემუშავება არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობითაა განპირობებული. კერძოდ, მნიშნელოვანია, დაზუსტდეს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება "საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან" გამომდინარე სებ-ის წერილობითი მითითების შეუსრულებლობაზე (მათ შორის, განმეორებით და მრავალჯერადად შეუსრულებლობის შემთხვევაში) ფულადი ჯარიმების დაკისრების მიმართულებით.
ცვლილების პროექტები ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია | სესხის გამცემი სუბიექტები)
ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები და კომენტარები 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - CIBS@nbg.gov.ge
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.