მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ი, საბანკო ასოციაცია და ფინტექ კომპანია Keepz-ი, ღია ბანკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებას მართავენ

news image
mbc image

დღეს, 13 სექტემბერს ეროვნული ბანკი, საქართველოს საბანკო ასოციაცია  და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია Keepz-ი, მართავენ ღონისძიებას, რომლის მიზანიც ღია ბანკინგის შესახებ ინფორმციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაა.

ასევე, საქართველოში პირველად, ცოცხალ რეჟიმში განხორციელდება რეალური გადარიცხვა ღია ბანკინგის მეშვეობით.

ღონიძიების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის ღია ბანკინგი?
  • რა შესაძლებლობებს იძლევა იგი და როგორ ამცირებს ხარჯებს გადახდების ბიზნესში?
  • როგორია ლიცენზიის მიღების პროცესი - რა გამოცდილება აქვს Keepz-ს?

ღონისძიებას დაესწრებიან  ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე, სტარტაპები და უბრალოდ დაინტერესებული პირები.

 „ეროვნული ბანკი მიესალმება Keepz-ის მხრიდან ასეთ აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგის მიმართულებით და მიიჩნევს, რომ ამ პრეცენდენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ  კომპანიებისთვისაც ბაზარზე, რაც,  საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში. Keepz-ი  პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო და ასევე, პირველი ფინტექ კომპანია ბაზარზე, რომელიც გამოიყნებს  თავის ბიზნეს - მოდელში გადახდის ინიცირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს, დღეისთვის ბაზარზე არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით“, - აცხადებს ვარლამ ებანოიძე - ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხევლელო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

„ღია ბანკინგი ბევრ ახალ შესაძლებლობას ქმნის როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ის გვაძლევს საშუალებას, რომ გავაიაფოთ და გავამარტივოთ გადახდის ოპერაციები. დღეს Keepz-ის  სახით გვყავს პირველი კომპანია, რომელმაც, 1 თვის წინ, ღია ბანკინგის ლიცენზია მოიპოვა და დღეს უკვე რეალურ პროდუქტებს სთავაზობს ბაზარს. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გვინდა, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა კომპანიებს ვესაუბროთ ღია ბანკინგის სარგებელზე.  იმედი გვაქვს, ამ შესაძლებლობას რაც შეიძლება მეტი ბიზნესი გამოიყენებს“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე - Keepz-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

„ეს შეხვედრა ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი ეტაპის დასაწყისია: ჩვენ შემოგვემატა ახალი ტიპის წევრი - პირველი არასაბანკო ტიპის პროვაიდერი. თუ აქამდე მხოლოდ საუბარი შეგვეძლო იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მოხდებოდა - ეს დღე ახლა უკვე დადგა. იმედი გვაქვს, მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება და, ასევე, იმედია, ეს შეხვედრა ამ პროცესს დააჩქარებს“, - აცხადებს მიხეილ კაპანაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა