მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ი უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე ისეთი დიდი ქვეყნების ბანკები, როგორიცაა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი - ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

news image
mbc image

„სებ-ი,  სხვა მცირე ზომის  ეკონომიკის ქვეყნების  მსგავსად  უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების  ცენტრალური ბანკები.   როგორიცაა მაგალითად,   აშშ-ის  ფედერალური სარეზერვო სისტემა,  ევროპის ცენტრალური ბანკი და  ინგლისის ბანკი და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს  ეროვნული ბანკი კარგადაა მომზადებული, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და  ძალიან კარგი ანალიტიკური გუნდი. აღნიშნული ეროვნულ ბანკს აძლევს   იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებს შეუძლიათ სათანადო რეაგირება ჰქონდეთ,"- განაცხადა ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდენიეკ ტუმამ  ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე  სახელწოდებით ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“. 

როგორც ტუმამ აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში მიმოიხილეს მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებული გამოწვევები.  ამ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ბოლო პერიოდის შოკების გავლენასა და მათი გადაჭრის გზებზე.  იმსჯელეს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესაძლებლობებზე. 

ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა