მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარულ ბაზარზე ვითარების დასტაბილურებას უკავშირდება - ლადო პაპავა

news image
mbc image

ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა და მოლოდინები იყოს ადეკვატური, -ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ მონატარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ბოლო პერიოდში თანდათან ხდებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება. დღეს პრაქტიკულად მსოფლიოში არასტაბილური ვითარებაა. განსაკუთრებით საერთაშორისო ფასები სურსათზე იზრდება, თუმცა ნავთობპროდუქტებზე მცირდება. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკისთვის სამოქმედო არეალი საკმაოდ ფრთხილია. იმავდროულად, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია ტემპი საქართველოს ეკონომიკის ზრდის. ეს მაჩვენებელი სადღაც უკვე 6%-ის ფარგლებში იქნება 2024 წელს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ინფლაცია 3,2% - 3%-ის -ის ფარგლებში იქნება, აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დატოვა უცვლელად 8%-ის დონეზე, რაც ასახავს იმ რეალობას, რაშიც იმყოფება დღეს საქართველო“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

ამასთან, ლადო პაპავა, სებ-ის გადაწყვეტილებას გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ლარის კურსის მერყეობას უკავშირებს.

„რა თქმა უნდა ეს კავშირშია, პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება იწვევს ლარის კურსის არასტაბილურობას და მწვავედ აისახება. ამიტომ თუ წინა პერიოდში სებ-ი იღებდა გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებაზე, ახლა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაეტოვებინა უცვლელად. შემდეგი სხდომა დაგეგმილია 31 ივლისს და შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული იქნება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისი შეფასებით, სებ-ის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა, მოლოდინები იყოს ადეკვატური.

„რადგან ნებისმიერი პოლიტიკური აქტივიბით გამოწვეული მერყეობა იწვევს უარყოფით გავლენებს და აქედან გამომდინარე სებ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მონეტარულ ბაზაზე ვითარება იყოს სტაბილური“,- აღნიშნა ლადო პაპავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა