სებ-ის ოქროს სერტიფიკატების ფასი შემცირებას განაგრძობს
2023 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 3,394.88 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 3,674.87 ლარი
2023 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 3,399.48 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 3,679.85 ლარი.
ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, დღეს 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 4,6 ლარით შემცირდა, ხოლო გაყიდვის ფასი 4,08 ლარით შემცირდა.
2023 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 169,743.82 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 183,743.31 ლარი.
2023 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 169,974.21 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 183,992.70 ლარი.
ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, დღეს, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 230,33 ლარით შემცირდა, ხოლო გაყიდვის ფასი 249,39 ლარით შემცირდა.
1-ელ დეკემბერს, როდესაც სებ-მა 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდი გასაყიდად ჩაუშვა, შემდეგი ფასები დაფიქსირდა - ყიდვის ფასი 3,438.73 ლარი, ხოლო გასაყიდი 3,722.34 ლარი.
1-ელ დეკემბერს, როდესაც სებ-მა გასაყიდად1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდი გასაყიდად ჩაუშვა შემდეგი ფასები დაფიქსირდა - ყიდვის ფასი - 171,936.51 ლარი, ხოლო გასაყიდი - 186,116.84 ლარი.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.