სებ-ის სავალუტო ინტერვენციები ჩვენი მოლოდინების შესაბამისია - ოთარ ნადარაია
სავალუტო ინტერვენციებს რაც შეეხება ჩვენი მოლოდინების შესაბამისია იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა ე.წ. სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდებს, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
ნადარაიას განმარტებით, თუ დოლარი საერთაშორისო ბაზარზე არ დასუსტდება, გამყარებაზე ოპტიმისტურ დათქმას ვერ გააკეთებს.
„აქედან გამომდინარე ინტერვენციების პროცესი მაინც უკავშირდება ე.წ. სენტიმენტებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც რამდენიმე თვეა ვაჟღერებთ, ისაა, რომ როგორც კი სენტიმენტები შეიცვლება, რითაც განპირობებულია ინტერვენციები, როგორც წესი გამყარების ზეწოლაში შემოტრიალდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმის პირობას ვერ დავდებთ ეს როდის მოხდება, მაგრამ ისტორიულად ე.წ. შემოტრიალება ყოველთვის სახეზე გაქვს“, - ოთარ ნადარაია.
მისივე თქმით, თუ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე არ დასუსტდება, გამყარებაზე ძალიან ოპტიმისტურ დათქმას ვერ გააკეთებს.
„იცით, რომ ბოლო დღეებში დოლარი განსაკუთრებით ძლიერია და ესეც არის მნიშვნელოვანი. ჩვენი საბაზისო სცენარია, რომ შემდგომ პერიოდში, როდესაც სენტიმენტები შეიცვალა, სებ-ი უფრო მეტად შეავსებს რეზერვებს, ვიდრე ლარის მკვეთრ გამყარებას ვიხილავთ, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.