მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ის სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება

news image
mbc image

ეროვნულმა ბანკმა მანდატის ფარგლებში, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში, სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელო დაამტკიცა.


ეროვნულ ბანკს ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დანერგილი აქვს, თუმცა, სახელმძღვანელოს შემუშავება პროცესის ფორმალიზებასა და მის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკის მხრიდან კიდევ მეტი გამჭვირვალობა იქნება უზრუნველყოფილი.

სახელმძღვანელოში დეტალურადაა გაწერილი კონსულტაციების წარმართვის პროცესი და ვადები. როგორც აღინიშნა, საჯარო კონსულტაციების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, არსებული პოლიტიკის მატერიალურ ცვლილებას იწვევს ან მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შესაბამის სექტორზე და საზოგადოებაზე, ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არამხოლოდ სამართლებრივი აქტების პროექტები, არამედ ასევე, დაინტერესებული პირების მიერ ეროვნული ბანკისათვის მიწოდებული მოსაზრებები და წარმოდგენილ ხედვებსა და კომენტარებზე სებ-ის საპასუხო შემაჯამებელი დოკუმენტი.

სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნებისას, ეროვნულმა ბანკმა პროექტს შესაძლოა ასევე თან დაურთოს იმ კონკრეტული თემების ჩამონათვალი და კითხვები, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან მოსაზრებების დაფიქსირება განსაკუთრებით საინტერესოა.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა, ისიც რომ საჯარო კონსულტაციებისათვის განისაზღვრა მინიმალური ვადა. სახელმძღვანელოს მიხედვით, სექტორს და საზოგადოებას მოსაზრებების წარმოსადგენად არანაკლებ 7 სამუშაო დღე ეძლევათ.

აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი, სებ - ის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შიდა სახელმძღვანელოს ნაწილია, რომლის შემუშავებისას, ეროვნული ბანკი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ევროპის საბანკო უწყებისა (EBA) და ინგლისის ცენტრალური ბანკის სტანდარტებითა და პრაქტიკებით.
სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელოს შემუშავება, სექტორის ჩართულობითა და მათ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდა.

სახელმძღვანელო (დანართებთან ერთად) განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა