სებ-მა ივლისში რეზერვები $278.5 მილიონით შეავსო
სებ-მა 2023 წლის ივლისში 278.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
BMatch პლატფორმის საშუალებით. ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 1.34 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5,436.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში რეზერვები გაიზარდა 369,4 მლნ დოლარით, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან - 534,6 მლნ დოლარით.
ანალიტიკოსები რეზერვების მოცულობის ამ ცვლილებას მთავრობისა და საბანკო სექტორის საქმიანობით ხსნიან სავალუტო ოპერაციებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შეძენით.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში ბოლო ისტორიული მაქსიმუმი 2022 წლის 30 აპრილს დაფიქსირდა და მაშინ 5 133,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვები გაიზარდა 628,1 მილიონი აშშ დოლარით 2022 წელს, ხოლო 361,3 მილიონი დოლარით 2021 წელს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.