სელფი თბილისიმარათონის გენერალური სპონსორია
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მხარს უჭერს წლის მთავარ მოვლენას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებს აერთიანებს. უკვე ტრადიციად ქცეული თბილისიმარათონი წელს 1-ელ ოქტომბერს იმართება და სელფი ღონისძიების გენერალური სპონსორია.
თბილისიმარათონი უკვე მე-12 წელია რაც იმართება და ემსახურება საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას. ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა, სელფის ერთ-ერთი მიმართულებაა, რისთვისაც სელფი მის აბონენტებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობს. მარათონის მხარდაჭრაც ეხმიანება სელფის მიზანს, მისცეს მომხმარებლებს მოტივაცია დანერგონ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი.
წელს, მარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა მოხმარდება კასპის სოციალური სერვისის - 6-18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას.
დეტალური ინფორმაციისთვის: www.Tbilisimarathon.ge
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.