მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შექმენი Black Friday შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის საშუალებით

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის მეშვეობით, Black Friday-ის შეთავაზებები შექმნან და 1 300 000-ზე მეტ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი გააცნონ.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს შექმნას ეფექტური შეთავაზებები სამიზნე აუდიტორიისთვის, მათი მოთხოვნების შესაბამისად. Black Friday - ს კამპანიის დაგეგმვისას ბიზნესებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ განათავსონ შეთავაზება 1 300 000 - ზე მეტი მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ სტუდენტური ბარათის, Solo sCool, Plus, Amex ბარათის მომხმარებლები. ბიზნესის მიერ შექმნილი სპეციალური შეთავაზებები საქართველოს ბანკის  სხვადასხვა არხში : მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გამოუჩნდება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი ტიპის პროდუქტებით.

„Black Friday - ს ყველა მოუთმენლად ელის და ეს პერიოდი ბიზნესებისთვის განსაკუთრებით დატვირთულია, მომხმარებელი ძალიან ბევრ SMS შეტყობინებასა თუ შეთავაზებას იღებს და ინტერესის მიუხედავად, რთულია  გამოარჩიოს კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი, რაც ბიზნესისთვის ერთგვარი გამოწვევაა. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი,მომხმარებლების ზუსტი ანალიტის მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ კამპანიები, განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია, რეალურ დროში დააკვირდნენ დინამიკას და საბოლოო შედეგების ანგარიში იხილონ. ეს ერთის მხრივ მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გაეცნონ მათზე მორგებულ შეთავაზებებს, მეორე მხრივ კი ბიზნეს ეხმარება განვითარებასა და გაზრდაში“. - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ნუ დაკარგავ დროს, დაიწყე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენება ახლავე და შექმენი შენი ბიზნესის Black Friday შეთავაზება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა