მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების განხორციელებაზე

news image
mbc image

აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმების შემდეგ განაცხადა. აღნიშნული პარტნიორობა კი გულისხმობს ფულის გადარიცხვას მყისიერად, ყოველგვარი დროის შეზღუდვების გარეშე. 

„მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად  მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითაც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და  იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შორის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემის დანერგვის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმდი გაფორმდა. სერვისი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.

მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ჩამოთვლილ ქართულ ბანკებს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ  დღის განმავლობაში გადარიცხვის შესრულება შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს საგადახდო სადებეტო ბარათების ბაზარზე Mastercard-ი ლიდერია

01.06.2026.07:00

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11,5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0.03%-ით შემცირდა

2026 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 11,010,588   ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათი რაოდენობა 9,873,019  ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2026 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5,783,583 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან კლებას, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 6,2%-იან ზრდას აჩვენებს.

აპრილის ბოლოს არსებული სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 52,5%-ს Mastercard-ი ფლობს, VISA - 29,7%-ის, AMEX კი 14,6%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2026 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3,272,392 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,4%-ია, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 24,2%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,604,477 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 0,9%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 15,3%-იან ზრდას აჩვენებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა