მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სსფ-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახ და უზბეკ კოლეგებს მონეტარული პოლიტიკის თემაზე გამოცდილება გაუზიარა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.

შეხვედრაში, რომელიც მონეტარული პოლიტიკის საკითხებს მოიცავს, უზბეკეთისა და ყაზახეთის ეროვნული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის თხოვნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას ყაზახ და უზბეკ კოლეგებს უზიარებენ.
 

სსფ-ის პროექტის ფარგლებში, ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი არა მხოლოდ ტექნიკური დახმარების ბენეფიციარია, არამედ პირიქით, თავად უზრუნველყოფს ამგვარ დახმარებას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობა სებ-ისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და CCAMTAC-ის ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა.

"მოხარულები ვართ, რომ ეროვნული ბანკი სსფ-ის პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარების არა მხოლოდ ბენეფიციარია, არამედ თავად უწევს ამგვარ დახმარებას სხვა ქვეყნებს.  ეროვნული ბანკი მზაობას გამოთქვამს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ტექნიკური დახმარების სამუშაო შეხვედრებში. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებში ყაზახეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკებიც მონაწილეობენ და ვიმედოვნებ, ერთმანეთისთვის გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ესწრებოდა სსფ-ის ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუველი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი (CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და 9 წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს. ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და იმ რეგიონის ქვეყნებს ემსახურება, სადაც 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა