მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სურვილი და მიზანი არის - ნინო ჯელაძის პასუხი სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით

news image
mbc image

სურვილი და მიზანი არის, - ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნინო ჯელაძემ დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა როგორია მისი ხედვები და არის თუ არა შესაძლებლობა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით.

ნინო ჯელაძე ფიქრობს, რომ საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მას დიდი ანალიზი და კვლევები სჭირდება. 

„ამაზე სებ-ი აქტიურად ფიქრობს. თუმცა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს კვლევას და რა თქმა უნდა გეგმაში და მიზანში არის პროცენტებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შემუშავება. თუმცა ახლა რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგანაც საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას და ბევრი დეპარტამენტის და საბჭოს წევრების ჩართულობას. თუმცა რა თქმა უნდა სურვილი და მიზანი არის“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა საბჭოს წევრების შესაძლო რაოდენობის ზრდის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა იქნება და ისე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. 

„გარდა ამისა აქტუალური საკითხებია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალური აქტივების პროვაიდერების კუთხით ფულის გათეთრების პრევენცია და დაზღვევა. ამ მიმართულებითაც გაქვს აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო უწყებებთან, რომელთანაც ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ თანამშრომლობა და შესაბამისად ის ინოვაციები და ის რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით დავნერგოთ საქართველოში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა  ნინო ჯელაძემ.

მისივე განმარტებით, სებ-ი აქტიურად მუშაობს საფინანსო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.

„მინდა აღვნიშნო რომ საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სებ-ის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. სებ-ი განაგრძობს დინამიური აპროფსიკაციის პროცესს ევრო დირექტივებთან და ევროსტანდარტებთან. ამ მიზნით, ჩვენ მუდმივად მონიტორინგს ვუწევთ ევროკავშირის კანონმდებლობაში ცვლილებებს. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ, ვახდენთ მათ ადაპტაციას და შესაბამის რეგულაციებში ასახვას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სებ-ი აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ვმუშაობთ ევროპის ცენტრალურ ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის კუთხით, ასევე ფულის გათეთრების პრევენციის კუთხით. მუდმივად გაქვს სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილავთ მიმდინარე რეფორმებს, როგორც მათთან ასევე ჩვენთან. 

გარდა ამისა აქტუალური საკითხებია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალური აქტივების პროვაიდერების კუთხით ფულის გათეთრების პრევენცია და დაზღვევა. ამ მიმართულებითაც გაქვს აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო უწყებებთან, რომელთანაც ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ თანამშრომლობა და შესაბამისად ის ინოვაციები და ის რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით დავნერგოთ საქართველოში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა