მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

SWIFT შეტყობინებების სკრინინგის წესი არ განსაზღვრავს სანქციათა რეჟიმების გავრცელების პირთა წრეს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №273/04 ბრძანებით დამტკიცებული „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესი“ ადგენს სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (შემდგომში  - „SWIFT“) შეტყობინებების სკრინინგის ერთიან მიდგომას.

როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუცხადეს, აღნიშნული წესი მითითებას აკეთებს სიებზე, რომელთა მიმართებით სავალდებულოა SWIFT შეტყობინებების სკრინინგის განხორციელება და არ განსაზღვრავს  სანქციათა რეჟიმების გავრცელების პირთა წრეს რაიმე ნიშნით. წესი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მისი მიზანია სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის პროცესის ეფექტურობის ამაღლება.

„ბანკები, SWIFT შეტყობინებების სკრინინგის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის“, წერილობითი მითითებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნებით. 

საფინანსო სექტორის წარმომადგენლები მუდმივად ატარებენ ყველა იმ ზომას, რაც აუცილებელია სანქციების გვერდის ავლის ფაქტების გამოსარიცხად“, - განმარტავენ სებ-ში.

მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

1. მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (შემდგომში – „SWIFT“) შეტყობინებების სკრინინგის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.

2. ეს წესი  განსაზღვრავს  SWIFT შეტყობინებების კატეგორიებსა და ველებს, აგრეთვე, სიებს, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს სკრინინგი და სკრინინგის განხორციელების პროცესისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნებს.

3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და  მიკრობანკებზე (შემდგომში – „ბანკები“).

4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების SWIFT შეტყობინებაზე (კატეგორია 1-იდან (category 1 (series 1xx)) კატეგორია 9-მდე (category 9 (series 9xx)). ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება SWIFT MX შეტყობინებების (ISO 20022) ეკვივალენტურ შეტყობინებებზე.

5. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი SWIFT შეტყობინების სკრინინგის სათანადო კონტროლები და სკრინინგის სისტემა, რათა უზრუნველყონ სრულად შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებზე.

7. საკორესპონდენტო ურთიერთობის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც საქართველოში მოქმედი კორესპონდენტი ბანკების, ასევე რესპონდენტი ბანკების მიმართ.

მუხლი 2. სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს სკრინინგი

1. ბანკებს ევალებათ SWIFT შეტყობინებების სკრინინგი განახორციელონ სულ მცირე შემდეგ სიებთან მიმართებით:

ა) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან;

ბ) ბანკების შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიებისა.

2. ბანკებმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანქციათა რეჟიმების (შემდგომში – „სანქციათა რეჟიმები“) გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ დამატებითი სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს SWIFT შეტყობინებების სკრინინგი (ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და რისკის აპეტიტის გათვალისწინებით). აღნიშნული სიები უნდა ითვალისწინებდეს:

ა) გეოგრაფიულ დასახელებებს, რომლებიც მოიცავს ქვეყნებს და მათ კოდებს ISO 3166-1 სტანდარტის შესაბამისად, სანქციათა რეჟიმების ქვეშ მყოფ რეგიონებს, ქვეყნის ან რეგიონის ძირითად ქალაქებს, პორტებს და აეროპორტებს;

ბ) საკვანძო სიტყვებს, რომლებიც უკავშირდება სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სავაჭრო შეზღუდვებს და სექტორულ სანქციებს;

გ) სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული ბანკების BIC მისამართებს.

3. ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და რისკის აპეტიტის გათვალისწინებით, ბანკები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ სია, რომელიც ითვალისწინებს სანქციადაკისრებული პირების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრებს (ფქსსნ – ISIN), სანქცირებულ ISIN-ებს.

მუხლი 3. SWIFT შეტყობინების სკრინინგი

1. ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებული როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ამ წესის დანართი №1-ით  გათვალისწინებული SWIFT შეტყობინებების სკრინინგი.

2. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების სკრინინგი უნდა განხორციელდეს ავტომატურად. ბანკები ვალდებულნი არიან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული სხვა კატეგორიის/კატეგორიების SWIFT შეტყობინებების სკრინინგის პროცესი წარმართონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკი და უზრუნველყონ პროცესის ეფექტურობა.

3. ბანკები უფლებამოსილნი არიან არ განახორციელონ ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული გადარიცხვის ოპერაციების დროს MT202COV კატეგორიის SWIFT შეტყობინებების სკრინინგი, იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებენ გადარიცხვის ოპერაციის შესაბამის MT103 კატეგორიის სკრინინგს, MT103 და MT202COV SWIFT მესიჯის გენერირება ხდება ერთდროულად, ავტომატურ რეჟიმში და შეუძლებელია MT202COV SWIFT მესიჯის ველის/ველების მოდიფიცირება. სხვა შემთხვევაში, ბანკები ვალდებულნი არიან მოახდინონ ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებული შესაბამისი ველის/ველების ავტომატური სკრინინგი. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი შესაბამისი პროცესი იმისთვის, რომ გადარიცხვის MT103 SWIFT მესიჯის სკრინინგის სისტემის მიერ დამატებით შესწავლისთვის შეჩერების შემთხვევაში, ავტომატურად შეჩერდეს დაკავშირებული MT202COV SWIFT მესიჯი.

4. ბანკები უფლებამოსილნი არიან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების 70 (Remittance Information) და 72 (Sender to Receiver Information) ველების სკრინინგი განახორციელონ მანუალურად, თუ უზრუნველყოფენ ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და შესაბამისი SWIFT შეტყობინების რაოდენობის გათვალისწინებით პროცესის ეფექტურობას. 

5.  იმ SWIFT შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ წესის დანართი №1-ით, ბანკებმა თავად უნდა შეაფასონ SWIFT შეტყობინების სკრინინგის საჭიროება სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება არაავტორიზებულ SWIFT შეტყობინებებზე

მუხლი 4. SWIFT შეტყობინებების ველების სკრინინგი

1. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების მიმართ ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ამ წესის დანართი №2-ით, დანართი №3-ით და დანართი №4-ით გათვალისწინებული ველების სკრინინგი.

2. ბანკები უფლებამოსილნი არიან SWIFT შეტყობინებების ნაცვლად განახორციელონ ბანკის საოპერაციო სისტემაში არსებული მონაცემების ავტომატური სკრინინგი, თუ მასში სრულად აისახება გადარიცხვის/ჩარიცხვის ოპერაციის SWIFT შეტყობინებაში არსებული  ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, SWIFT-ის სხვა კატეგორიის შეტყობინებების მიმართ, ბანკებმა თავად უნდა შეაფასონ თითოეული ველის სკრინინგის საჭიროება სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ან მოახდინონ სრული SWIFT შეტყობინების სკრინინგი ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. ბანკებს აღნიშნული შეფასება შესაბამისი დასაბუთებით უნდა ჰქონდეთ დოკუმენტირებული.

4. ბანკებს უფლება აქვთ არ განახორციელონ SWIFT შეტყობინებების გარკვეული ველების სკრინინგი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული რომელიმე სიის მიმართ, შესაბამისი ველის, სიის შინაარსისა და რელევანტურობიდან გამომდინარე. ბანკებს აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი დასაბუთებით უნდა ჰქონდეთ დოკუმენტირებული.  

მუხლი 5. დროის რეალურ რეჟიმში სკრინინგი

1. ბანკებმა SWIFT შეტყობინების სკრინინგი უნდა განახორციელონ რეალურ დროში, ოპერაციის შესრულებამდე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ ოპერაციის უარყოფა/ბლოკირება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული წერილობითი მითითების ან/და შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ბანკებმა  უნდა უზრუნველყონ სატესტო გარემოს არსებობა SWIFT შეტყობინებების სკრინინგისთვის, რომელიც ზუსტად ასახავს ოპერაციების განხორციელების რეალურ გარემოს.

მუხლი 6. დამთხვევის ალგორითმი

1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი შესაბამისი ალგორითმი იმისთვის, რომ დააიდენტიფიცირონ მცირე სახესხვაობები/ალტერაციები და ტრანსლიტერაციები.

2. ბანკებს გაანალიზებული უნდა ჰქონდეთ დამთხვევის ალგორითმი და მისი ეფექტურად ფუნქციონირების შემოწმებისთვის უნდა ახორციელებდნენ მის რეგულარულ ტესტირებას სახესხვაობებით/ალტერაციებით და ტრანსლიტერაციებით. 

მუხლი 7. განმეორებული ოპერაციის იდენტიფიცირება

ბანკებს დანერგილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები იმ პოტენციური ოპერაციის განმეორების შემთხვევის იდენტიფიცირების მიზნით, რომელიც უკვე იყო სანქციათა რეჟიმებთან დაკავშირებული მიზეზით უარყოფილი/დაბლოკილი.

მუხლი 8. დამთხვევის განხილვის პროცესი

1. სკრინინგის სისტემის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი ბანკების შესაბამისი თანამშრომლების მიერ, რათა დარწმუნდნენ, რომ ოპერაციაში არ მონაწილეობს სანქცირებული პირი და სახეზე არ არის სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის მცდელობა.

2. თუ ბანკები ვერ ადასტურებენ SWIFT ოპერაციის დროს კავშირის არარსებობას სანქციადაკისრებულ პირთან და სანქციების დარღვევის/გვერდის ავლის მცდელობასთან, ოპერაცია უარყოფილი უნდა იქნეს ან დაიბლოკოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის/წერილობითი მითითებისა ან/და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა