მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TBC Capital-ის პროგნოზით 2026 წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი უნციაზე $5 600-ის ფარგლებში იქნება

news image
mbc image

ძვირფასი ლითონებისთვის გასული თვე დრამატული აღმოჩნდა. როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული, ოქრო უნციაზე $5,600-იან ნიშნულს მიუახლოვდა, რის შემდეგაც დაახლოებით 9%-ით გაიაფდა, ვერცხლის ბაზარზე კი უფრო ძლიერი რყევები დაფიქსირდა და პიკური მაჩვენებლიდან ფასი თითქმის მეოთხედით დაეცა.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით FED-ის ახალი თავმჯდომარის ნომინაციას უკავშირდება, რომელიც მკაცრი შეხედულებებით გამოირჩევა. თუმცა, უფრო რეალური მიზეზი პოზიციონირება და
მოლოდინებია: ბაზარი „გადახურდა“, ფასები ზედმეტად გაიზარდა და როგორც კი ნარატივი შეირყა, ბაზარმა პოზიციების მასიური დახურვა დაიწყო.

მთავარი ნიუანსი ის არის, რომ ოქრო და ვერცხლი ამჟამად ერთნაირი აქტივები არ არის. ოქროს ზურგს უმაგრებს უნიკალურად ძლიერი სტრუქტურული მყიდველი - ცენტრალური ბანკები და გრძელვადიანი დივერსიფიკატორები - ამიტომ ფასის ვარდნა იზიდავს „რეალურ“ მოთხოვნას და არა მხოლოდ ოპორტუნისტულ კაპიტალს.

სწორედ ამიტომ, ამ უკუსვლას უფრო პაუზად განვიხილავთ, ვიდრე ტრენდის ცვლილებად და 2026 წლის ბოლოსთვის ოქროს ფასის ჩვენს პროგნოზს კვლავ $5,600-ის ფარგლებში ვტოვებთ. ამის საპირისპიროდ, ვერცხლს ცენტრალური ბანკების სახით
სტაბილური დასაყრდენი არ გააჩნია. ის მეტად რეაგირებს რისკის სენტიმენტებზე და მკვეთრი მერყეობისკენ უფრო მიდრეკილია.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ციკლებთან შედარებით ფასის ფსკერი უფრო მაღლა აიწია (საბაზისო ნიშნულად $70-ების შუა და ~$80-იანი ზონა სახელდება), ძლიერი რყევები ორივე მიმართულებით კვლავ მოსალოდნელია. სამომავლოდ, ვაკვირდებით დოლარის მიმართულებას, რეალური საპროცენტო განაკვეთების დინამიკას და ბაზრის პოზიციონირებას“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა