თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია „ყველაფერი ბიზნესისთვის“
თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაკეთდა, აერთიანებს ყველა საბანკო პროდუქტს თუ არასაბანკო მხარდაჭერას, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და წარმატებისთვის.
კამპანია „ყველაფერი ბიზნესისათვის“ შექმნილია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად.
თიბისი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს MSME სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში, ამიტომაც თიბისი ბიზნესს აქვს საბანკო პროდუქტებისა და სერვისების კომპლექსური შეთავაზება, რაც სექტორს განვითარების და ზრდის საშუალებას აძლევს.
“მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ღერძია. ამ კამპანიით გვინდა მათ ვუთხრათ, რომ თიბისიში ყველაფერია, რაც მათ ბიზნესის მართვისთვის დასჭირდებათ. ყველაფერში ვგულისხმობთ, იმ მრავალფეროვან და მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, დაწყებული ბიზნეს სესხიდან, რომლის მიზნობრიობაც შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოვება, საბრუნავი კაპიტალის შეძენა და ა.შ. დამთავრებული სტარტაპ სესხით, რომლის მისაღებად მხოლოდ კარგი იდეაც კი საკმარისია.
თიბისიში ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს ის და რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენ ვთავაზობთ მათ ციფრულ მხარდაჭერასაც, რისთვისაც ბიზნეს მობაილ ბანკში მუდმივად ვამატებთ ახალ-ახალ ფუნქციონალებს, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე და მათი ცხოვრების გასამარტივებლად”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.
თიბისიში თავმოყრილია ყველაფერი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს ესაჭიროება წარმატებისა და განვითარებისთვის:
- მოქნილი სასესხო პროდუქტები: ბიზნესზე მორგებული სესხის სხვადასხვა ვარიანტი კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვა საჭიროებების მხარდასაჭერად.
- სტარტაპ-სესხი: სხვადასხვა მიზნობრიობით ბიზნესის საწყის ეტაპზე დასაფინანსებლად და ინოვაციური იდეის შემთხვევაში, იდეის დასაფინანსებლად.
- აგრო-სესხი: სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის მრავალფეროვანი მიზნობრიობით და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით კიდე უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.
- ციფრული საბანკო პლატფორმები: ინტერნეტ და მობაილ ბანკი, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას თავიანთ ანგარიშებზე და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებას.
- ნაღდი ფულის მართვის სერვისები: ფულადი სახსრების მართვის ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტებები ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაციისა და ოპერაციების გამარტივებისთვის.
- ტრენინგები და საკონსულტაციო სერვისები: საექსპერტო ფინანსური და საკონსულტაციო სერვისები, ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს გამოწვევების გადალახვასა და ახალი ცოდნის შეძენაში.
- ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება: ღონისძიება, რომელიც აფასებს და აღნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის გამორჩეულ მიღწევებს და წარმატებებს და ხელს უწყობს მათ ზრდასა და ინოვაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.