მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი კონცეპტი ტრადიციულად წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერია

news image
mbc image

31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე,  წინანდლის მამული რიგით მეექვსე კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს.

თქვენ გელით განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაული კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შესრულებით:

ერიკა გრიმალდი, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი, ჯოშუა ბელი,  ჯერემი დენკი,  სტივენ ისერლისი, მარტინ ფროსტი, ბორის გილტბურგი, 

 კრისტოფ ბარატი,  ჟულიენ კანტანი, ლიზა ბათიაშვილი, ალექსანდრე კანტოროვი და სხვები.

სრული პროგრამა: https://tsinandalifestival.ge/what-is-on/

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები * და ბილეთები 15%-იანი ფასდაკლებით.

* ნაკრებში შედის ოთახის ჯავშანი ერთი ღამით, საუზმე ორ სტუმარზე და საღამოს და მომდევნო დილის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები.

ნაკრების შესაძენად გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს, *2777

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/19237/tsinandlis-festivali-2024

ნაკრებებზე და ბილეთებზე გავრცელდება 15%-მდე ფასდაკლება.

შეთავაზება ვრცელდება თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათზე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა