TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ლუდის ექსპორტი განახორციელა
ლუდის ექსპორტი 16%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 6,600.40 ათასი დოლარის 5,475,208.81 ლიტრი ლუდი გაიტანა. 2023 წლის 11 თვეში კი ქვეყანამ სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე 6,532,759.81 ლიტრი ლუდი გაგზავნა.
ქართული ლუდისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც ქართულ ლუდის ექსპორტის 33%-ი გავიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ლუდის ექსპორტი განახორციელა:
საგულისხმოა, რომ საქართველოდან ლუდის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც უცხოეთის ბაზრებზე საქართველოდან 6,940,638.33 ლიტრი ლუდი გადაიზიდა და საიდანაც ქვეყანამ 8,414.98 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.