მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

რა გავლენა იქონია ტრამპის ახალმა სავაჭრო პოლიტიკამ საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობაზე - ანა ნაჭყებიას განმარტება

news image
mbc image

ტრამპის ახალმა სავაჭრო პოლიტიკამ გავლენა იქონია ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა. მისი თქმით, ფონდი ასეთი მერყეობებისთვის მზად არის, რადგანაც წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტორს.

„ზოგადად აქციების ბაზართან არის დაკავშირებული მერყეობა. ისტორიასაც, რომ ვუყურებთ ამერიკის აქციების ბაზარი 100 წელია არსებობს და მეტი მერყეობის ეპიზოდები ჰქონდა. მაგალითად, 2008 წელს ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, კოვიდის დროსაც მნიშვნელოვნად შემცირდა. წელს, 2025 წლის აპრილში, ჩვენ რაც ვარსებობთ ყველაზე დიდი მერყეობა ვნახეთ. ეს ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ტარიფებმა მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია ფასებში, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზეც. ყველაზე მეტად ამ მერყეობას დინამიკური პორტფელი გრძნობს, ვინაიდან მას მეტი ინვესტიცია აქვს განაწილებული აქციებში. თუმცა კონსერვატიულ პორტფელსაც ჰქონდა ეს მერყეობა. მაგალითად, ეხლა 2024 წლის განმავლობაში ყველაზე კარგი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, სწორედ იმიტომ რომ აქციების ბაზარი ძალიან მომგებიანი იყო. წელს ვუყურებდით, რომ აპრილის რაღაც მომენტში დინამიკურმა პორტფელმა მართლაც მნიშვნელოვანი შემცირება ნახა, თუმცა ახლა კიდევ არ არის გამოქვეყნებული მონაცემები. ჩვენ 30 აპრილის მდგომარეობით გვაქვს მონაცემები გამოქვეყნებული, მაგრამ 12 მაისის მდგომარეობით ისე გაიზარდა ფასები, რომ თითქმის დაუბრუნდა წლის დასაწყის მდგომარეობას დინამიკური პორტფელი. ანუ მერყეობებისთვის, როგორც გრძელვადიანი ინვესტორი მზად ვართ და ვიცით, რომ ასეთი მერყეობის ეპიზოდები იქნება. თუმცა ჩვენ ვართ სტრატეგიული ინვესტორი, არ ვაპირებთ ამ მერყეობების დროს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს სტრატეგიას. ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ 30 წლის განმავლობაში. ვუყურებთ ჩვენი მონაწილეების ასაკობრივ განაწილებასაც და მონაწილეების დიდი ნაწილი არის საკმაოდ ახალგაზრდა. საშუალო ასაკი არის 37 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 20 წელი გვაქვს საინვესტიციო ჰორიზონტი სანამ ეს ადამიანები შეძლებენ საპენსიო დანაზოგები გაიტანონ.

შესაბამისად, საინვესტიციო ჰორიზონტიც ჩვენი ძალიან გრძელია და მსგავსი მერყეობები არ გვაშინებს. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ვნერვიულობთ ჩვენ მაინც გრძელვადიანად ვუყურებთ და ინვესტირებას ამ პრინციპით ვახორციელებთ“, - აღნიშნა ანა ნაჭყებიამ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16.06.2026.17:18

ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება: გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 

რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო ოპერაციების ფორმალურად დასრულებაზე, ნაღმებისგან გაწმენდის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე შეთანხმდნენ. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება. 

თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, მემორანდუმი არ მოიცავს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებისთვის დამატებით 60-დღიან პერიოდს ითვალისწინებს. გაურკვეველია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადაში შეთანხმების მიუღწევლობას. ასევე ბუნდოვანია, როდის და რა პირობებით აღდგება საზღვაო გადაზიდვები, მოიხსნება თუ არა სანქციები და როგორ აისახება ეს შეთანხმება უფრო ფართო კონფლიქტზე, მათ შორის ლიბანთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

ჯერჯერობით, ბაზრების რეაქცია შეთანხმებაზე მოლოდინების შესაბამისი იყო: შემცირდა ნავთობის ფასი, საფონდო ბირჟის მერყეობა, აშშ-ის ობლიგაციების შემოსავლიანობა და დოლარის კურსი, ხოლო აქციებისა და ოქროს ფასები გაიზარდა. დიახ, დეესკალაციის ფონზე ოქროს გაძვირება ახლა უკვე „პროგნოზირებადი" რეაქციაა, რადგან უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ინფლაციასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ გადაფარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, მათი მასშტაბი გარკვეულ კითხვებს ბადებს. მაგალითად, ნავთობი, რომლის ფასზეც მიმდინარე მოვლენებს ყველაზე მკვეთრი გავლენა აქვს, სამშაბათს დილისთვის დაახლოებით 4.5%-ითაა გაიაფებული, რაც წინა ეპიზოდებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ცვლილებაა. ჩვენი შეფასებით, ეს ორი ფაქტორით აიხსნება:

ა) კონფლიქტის დასრულება გლობალური ბაზრების მოლოდინებში დიდწილად უკვე ასახული იყო - მაგალითისათვის, მარტი-აპრილის პიკურ დონესთან შედარებით, ნავთობის ფასები ისედაც შემცირებული იყო. ინვესტორებისთვის გაურკვეველი მხოლოდ შეთანხმების დრო რჩებოდა. შესაბამისად, ბაზრების შედარებით ზომიერი რეაქცია ლოგიკურია, რადგან მოულოდნელი იყო არა შედეგი, არამედ მისი ზუსტი ვადა.

ბ) ბაზარი კვლავ ფრთხილად უყურებს იმ საკითხებს, რომლებიც მოუგვარებელი დარჩა. საბოლოო ჯამში, ეს არ არის საბოლოო შეთანხმება, არამედ შეთანხმება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ჯერ კიდევ გასარკვევია, დასრულდა თუ არა კონფლიქტი საბოლოოდ და შესრულდება თუ არა აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა პერიოდებში შეთანხმებები საკმაოდ მყიფე გამოდგა. 

მსგავსი მიდგომა ვრცელდება ჩვენს პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, რომელიც 2026 წელს 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტსა და დამატებითი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მოიაზრებდა. შესაბამისად, თუ შეთანხმებული პირობები შენარჩუნდება და სხვა მიმართულებებითაც პროგრესი დაფიქსირდება, პროგნოზები არსებითად უცვლელი რჩება.

  • პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი, სავარაუდოდ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი იყო - ამას ესკალაციის შემდეგ ფასების გლობალურად ზრდამ შეუწყო ხელი, რაც საქონლის ექსპორტისა და ბიზნესსექტორის გამოშვების მონაცემებითაც დასტურდება. ამ მხრივ, კონფლიქტის მოგვარება სასაქონლო ფასებისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა ამ დანაკლისს, დიდი ალბათობით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა დააბალანსებს, ისევე როგორც გასულ თვეებში დააკომპენსირა ტურიზმის დანაკლისი სასაქონლო ექსპორტმა. მსგავსი დინამიკა უკვე შეინიშნება მაისში, როდესაც სტუმარმასპინძლობის სექტორში ზრდამ, წინა თვესთან შედარებით, შემცირებული საქონლის ექსპორტი დააბალანსა. ამავდროულად, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, ივნისში ტურისტული შემოსავლების მხრივ, მაისთან შედარებით, ჯერჯერობით გარკვეული შენელება იკვეთება. ასევე საყურადღებო იქნება მიგრაციასთან დაკავშირებული პოტენციური შემოდინებები.
  • ჩვენი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს ინფლაცია 6%-ს მიაღწევს, დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასს 80-85 აშშ დოლარის დიაპაზონში მოიაზრებს. ამჟამად ბრენტი დაახლოებით 82 დოლარად ივაჭრება. თუ ფასი ესკალაციამდე არსებულ 72-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდება, ეს ინფლაციის პროგნოზის გარკვეულწილად შემცირების არგუმენტია. თუმცა, მოსალოდნელია, რომ სასუქების, ლითონების, სურსათისა და სხვა სასაქონლო ფასები, მიწოდების ფაქტორების გამო, თებერვლის დონეზე მაღლა დარჩება. ამასთან, მაშინაც კი, თუ წარმოების დანახარჯები შემცირდება, სამომხმარებლო ფასების სიხისტის გათვალისწინებით, ინფლაციაზე გავლენა მყისიერი არ იქნება.
  • ამ ეტაპზე კონფლიქტის მოსალოდნელი დასრულების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე შენარჩუნების ალბათობა იზრდება. აღსანიშნავია, რომ მაისში სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყო. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია სასაქონლო პროდუქციის ფასების შესაძლო სიხისტე და ინფლაციური მოლოდინები, რაც განაკვეთის 8.5%-მდე ზრდასაც არ გამორიცხავს. 
  • ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბე ივნისშიც შენარჩუნდა, ხოლო ლარზე გამყარების კუთხით მოქმედი ფაქტორები უფრო გამოკვეთილი ხდება. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, წლის ბოლოს აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.60-2.65-ის ფარგლებში იქნება, რაც უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებებისა და რეზერვების დაგროვების შედარებით ნორმალიზებასაც ითვალისწინებს.

აშშ დოლარის კუთხით, უცვლელია მოსაზრება, რომ დოლარის გამყარების მხარდამჭერი ფაქტორები მეტწილად დროებითია, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრუქტურული გამოწვევები დომინირებს.დოლარის პოზიციების გლობალურ გამყარებას აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მატება და საპროცენტო დიფერენციალის გაფართოება უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციური მოლოდინების ზრდასა და ეკონომიკის სიძლიერის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით მეტ მოქნილობას უკავშირდება. თუ ირანთან შეთანხმების ფონზე ეს მოლოდინები გადაიხედება, ესკალაციის შემდგომ დოლარის გამყარებული პოზიციებიც, სავარაუდოდ, შესუსტდება. აღსანიშნავია, რომ, 15 ივნისის მდგომარეობით, ბაზარი წლის ბოლოსთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის უკვე უცვლელად შენარჩუნებას ელის, მაშინ როდესაც, გასული კვირის ბოლოს, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას მცირედით მაღალი ალბათობა ჰქონდა.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ევრო კვლავ გამყარდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ წონასწარულზე სუსტი რჩება. რას ნიშნავს ეს ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის კუთხით? შედარებით მეტი სესხის აღებას დოლარში, თუმცა მოკლევადიანი პოზიციების მიმართ კვლავ სიფრთხილის შენარჩუნებით: საბოლოო შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის და რიგ გეოპოლიტიკურ სცენარებში დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად რამდენად მეტი უნდა ვისესხოთ დოლარში? ინდივიდუალური, კომპანიაზე მორგებული შეფასება, რასაკვირველია, ყველაზე ზუსტია, თუმცა ორიენტირად მარტის „ერთგვერდიანი შეჯამება" და მაისის „მკითხველის კომენტარებზე პასუხები" გამოდგება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007554-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა